ჩემპიონთა ლიგა: სათამაშო დღის პრევიუ
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასასვლელად დღეს ლონდონში და მიუნხენში იბრძოლებენ. ორივე წყვილში ინტიგა შენარჩუნებულია, ამიტომ გულშემატკივრები საინტერესო შეხვედრების მოლოდინში არიან.
პირველი მატჩი – 1:1
პირველ შეხვედრაში ნაჩვენები შედეგი “ჩელსის” გარკვეულ უპირატესობას აძლევს, თუმცა პარიზელთა შანსები მაინც რეალურია.
ჟოზე მოურინიოს გუნდი იანვრის ბოლოდან დაუმარცხებელია, რაც პრემიერლიგაში მათ მდგომარეობაზე დადებითად აისახა. გარდა ამისა, ლონდოელებმა ლიგის თასის სახით სეზონის პირველი ტიტულიც მოიგეს. მაგრამ, ამავდროულად “ჩელსის” თამაში შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის.
ბოლო დროს გუნდის შემადნგელობაში ნემანია მატიჩი არ ჩანდა, რომელიც ზუმამ შეცვალა. თუმცა დღეს სერბის დაბრუნებაა მოსალოდნელი. აი ზუმა კი დაცვის ცენტრში ან სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდება. მოურინიოს კიდევ ერთი დილემა რამირესსა და ოსკარის საკითხს ეხება.
პსჟ-ს მდგომარეობა ლონდონელთა მსგავსია – პარიზელები საშინაო ასპარეზზე კი იგებენ, თასზეც წარმატებით თამაშობენ, მაგრამ დამაჯერებლობა “სენ ჟერმენს” ნამდვილად აკლია.
გასულ კვირაში პარიზელებმა სამი მატჩი ჩაატარეს, ამიტომ ლორან ბლანმა როტაციას აქტიურად მიმართა. დღეს კი მოედანზე გუნდის საუკეთესო შემადგენლობა გავა. შემადგენლობის მხრივ ერთ-ერთი მთავარი კითხვა ტიაგო სილვას პოზიციას ეხება. ბრაზილიელის გამოსვლა როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაშია შესაძლებელი.
სავარაუდო შემადგენლობები:
ჩელსი: კურტუა – ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, ასპილიკუეტა – მატიჩი, რამირესი – ვილიანი, ფაბრეგასი, აზარი – დიეგო კოშტა
პსჟ: სირიგუ – ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი – დავიდ ლუისი, ვერატი, მატუიდი – კავანი, იბრაჰიმოიჩი, ლავესი
პირველი მატჩი – 0:0
“შახტარის” შანსები “ბაიერნთან” საშინაო შეხვედრაშიც კი ბურუსით იყო მოცული, თუმცა დონეცკელებმა ლვოვში გამარტულ მატჩში დაამტკიცეს, რომ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანთან ტოლსწორად თამაში შეუძლიათ.
მიუნხენურ შეხვედრაში “შახტარის” შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა მოსალოდნელი. დისკვალიფიკაციის შემდეგ უკრაინულ გუნდს ძირითადი საყრდენი, სტეპანენკო უბრუნდება.
ზამთრის პაუზიდანდ აბრუნებულ “ბაიერნს” რამდენიმე სასტარტო შეხვედრაში ძალიან გაუჭირდა, თუმცა ბოლო დროს გვარიდოლას შეგირდები ძველ ფორმას უბრუნდებიან. ბუნდესლიგაში მიუნხენელებმა 5-მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხვეს, საერთო ანგარიშით 23:1.
გვარდიოლას შემთხვევაში შემადგენლობის და სათამაშო სქემის გამოცნობაც საკმაოდ რთული საქმეა. გერმანელი ჟურნალისტების ვარაუდით მიუნხენელები 4-2-3-1 სქემით ითამაშებენ, სადაც დაცვის ცენტრში ბადშტუბერი მოიაზრება, მათ წინ შვაინშტაიგერი-ალაბას დუეტი, ხოლო შეტევის წინა ხაზზე რობერტ ლევანდოვსკი.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბაიერნი: ნოიერი – რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ბერნატი – შვაინშტაიგერი, ალაბა – რობენი, მიულერი, რიბერი – ლევანდოვსკი
შახტარი: პიატოვი – სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი – სტეპანენკო, ფრედი – დუგლას კოსტა, ალექს ტეიშეირა, ტაისონი – ლუის ადრიანო