კვირკველია ტურის სიმბოლურშია
რუსულმა ინტერნეტ-გამოცემა Championat.Com-მა ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველი საბა კვირკველია რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ “რუბინმა” ორშაბათს ტულის “არსენალი” 1:0 დაამარცხა, ხოლო კვირკველიამ სრულად ითამაშა.
“კვირკველია უმაღლესი კლასის მცველად ჩამოყალიბდა და შემთხვევითი როდია, რომ მის მიმართ მოსკოვის “დინამო” და ევროპული კლუბები ავლენენ ინტერესს. კვირკველიას მცველისთვის ძალიან კარგი სიმაღლე აქვს, სწრაფია და მეტად კონცენტრირებული. “არსენალთან” შეხვედრაში მან თავისი საუკეთესო უნარების გამოვლენა შეძლო. მეტოქე ფორვარდები “რუბინის” დაცვას მოსვენებას არ აძლევდნენ, მაგრამ კვირკველია მეტად საიმედო იყო და გუნდს გოლის გაშვება აარიდა. “არსენალთან” შეხვედრაში კვირკველიამ 4-ჯერ ჩაჭრა ბურთი და 12-ჯერ ამოიტანა. იგი ორივე მაჩვენებლით, “რუბინში” საუკეთესო იყო,”-წერენ რუსები.
ჩვენი მხრივ კი დავამატებთ, რომ “რუბინის” მცველის შესაშური ფორმა მოახლუებული სანაკრებო მატჩების გათვალისწინებით, ერთ-ერთი დამაიმედებელი ამბავია.