კარლტონ კოული “ტვიტერზე” გაკეთებული განცხადების გამო დააჯარიმეს
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა “ვესტ ჰემ იუნაიტედის” თავდამსხმელი კარლტონ კოული ოცი ათასი ფუნტ სტერლინგით დააჯარიმა. ამის მიზეზი ფეხბურთელის მიერ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება გახდა.
შეგახსენებთ, რომ ამავე მიზეზით გასული წლის ოქტომბერში “ქუინს პარკ რეინჯერსის” მცველი რიო ფერდინანდი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
კარლტონ კოულს მიმდინარე სეზონში “ვესტ ჰემის” ფორმით ჩატარებულ 17 მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი.