პრიმერა: 27-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის პრევიუს.
ესპანიოლი – ატლეტიკო
ლიდერთა მთავარი მდევანი მადრიდის “ატლეტიკო” მოახლოებულ ტურში ბარსელონას ეწვევა, სადაც ადგილობრივ “ესაპნიოლთან” გაარკვევს ურთიერთობას. ერთი კვირის წინ კატალონიელები დამაჯერებლები არ იყვნენ და მინიმალური ანგარიშით სან სებასტიანში დამარცხდნენ. დამდეგ შეხვედრაში კი “ესპანიოლის” მეტოქე კიდევ უფრო მეტად ძლიერი გუნდია.
გასათვალისწინებელი ისიც არის, რომ “ატლეტიკოს” ჩემპიონთა ლიგაში “ლევერკუზენთან” გასამართი შეხვედრა ელის. დიდი ალბათობით დიეგო სიმეონე უახლოესი რეზერვის წარმომადგენლებს გამოიყენეს, რაც “ესპანიოლის” შანსებს რა თქმა უნდა ზრდის.
ეიბარი – ბარსელონა
გასულ ტურში “ბარსელონამ” მადრიდის “რეალს” გადაასწრო და პრიმერა დივიზინში ლიდერობა მოიპოვა. ახალ სტატუსში კატალონიელები პირველ შეხვედრას “ეიბართან” ჩაატარებენ, სადაც აშკარა ფავორიტები არიან.
ეიბარში ასეთი დონის გუნდის სტუმრობა მთელი ქალაქისთვის ზეიმია. სპორტული კუთხით კი ამ მოვლენის შეფასება ცოტა რთულია, ისევე როგორც გაისკა გარიტანოს გუნდის შანსებზე სერიოზულად მსჯელობა. ამავდროულად, “რაიო ვალეკანოსთან” გასულ ტურში ჩატარებულ შეხვედრასთანა პარალელების გავლება უადგილო იქნებოდა. “ეიბარი” საკამოდ განსხვავებული ფეხბურთის თამაშს ცდილობს და პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებას და თავისუფალი ზონების მაქსიმალურ შეზღუდვას ანიჭებს უპირატესობას.
რეალი – ლევანტე
გასული კვირა “რეალისთვის” საკმაოდ რეზონანსული გამოდგა. მადრიდელები საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას გადაურჩნენ. “შალკეს” ერთი გოლით მეტი, რომ გაეტანა მადრიდელები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდნენ. ესპანური პრესაში მადრიდულ კლუბში არსებული ვითარების შესახებ უამრავი ჭორი დაიწერა, რის გამოც ფლორენტინო პერესმა პრესკონფერენციაც კი გამართა, რომელზეც ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.
ნათელია, რომ “რეალს” რაც შეიძლება სწრაფად სჭირდება მატჩების მოგება და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ რეაბილიტირება. ასეთ შესაძლებლობას “სამეფო კლუბს” მოახლოებული ტური აძლევს, რომლის ფარგლებშიც ანჩელოტის გუნდი “ლევანტეს” დაუპირისპირდება. მასპინძლები წყვილში აშკარა ფავორიტები არიან და მოგების შემთხვევაში გუნდის ირგვლივ არსებულ დაძაბულ მდგომარეობას ოდნავ მაინც განმუხტავენ,
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
13.03 | 23:45 | ვალენსია | 1.50 | 4.40 | 6.40 | დეპორტივო | დაწვრილებით | |
14.03 | 19:00 | ესპანიოლი | 3.60 | 3.15 | 2.20 | ატლეტიკო | დაწვრილებით | |
14.03 | 21:00 | ეიბარი | 18.00 | 7.50 | 1.17 | ბარსელონა | დაწვრილებით | |
14.03 | 23:00 | რაიო | 2.10 | 3.30 | 3.70 | გრანადა | დაწვრილებით | |
15.03 | 1:00 | სელტა | 2.20 | 3.20 | 3.55 | ბილბაო | დაწვრილებით | |
15.03 | 15:00 | ალმერია | 3.60 | 3.40 | 2.10 | ვილიარეალი | დაწვრილებით | |
15.03 | 20:00 | მალაგა | 1.60 | 3.75 | 6.30 | კორდობა | დაწვრილებით | |
15.03 | 22:00 | სევილია | 1.43 | 4.65 | 7.35 | ელჩე | დაწვრილებით | |
15.03 | 23:55 | რეალი | 1.09 | 10.75 | 23.00 | ლევანტე | დაწვრილებით | |
16.03 | 23:45 | ხეტაფე | 2.50 | 3.10 | 3.05 | სოსიედადი | დაწვრილებით |