ბუნდესლიგა: 25-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 25-ე ტურის პრევიუს.
ლევერკუზენი – შტუტგარტი
ტურის პირველი შეხვედრა ლევერკუზენში შედგება, სადაც ადგილობრივი კლუბი “შტუტგარტს” მიიღებს. უკანასკნელი გამარჯვება შტუტგარტელებმა ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში მოიპოვეს, მათი მეტოქე კი გასულ ტურში მოპოვებული 3 ქულით ჩემპიონთა ლიგის ზონას დაუბრუნდა.
მცირე ჩავარდნის შემდეგ “ლევერზუკენმა” 4 მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო. წარმატებულ თამაშში დიდი როლი დაცვის ხაზის თამაშს მიუძღვის, რომელმაც ძველებური დამაჯერებლობა დაიბრუნა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო “ლევერკუზენს” ემირ სპაჰიჩი დააკლდება.
ვერდერი – ბაიერნი
დონეცკის “შახტარის” განადგურების შემდეგ მიუნხენის “ბაიერნი” საშინაო ასპარეზს “ვერდერთან” მატჩით უბრუნდება. დაუმარცხებლად მოასპარეზე ბრემენლებს 2015 წლის პირველი წაგება “ვოლფსბურგმა” აგემა, რომელამც სკრიპნიკის გუნდს ხუთი გოლი გაუტანა. თუმცა, ბრემენელებს ამ წაგებაზე ბევრი არ უნერვიულიათ და უკვე შემდეგ შეხვედრაში “ფრაიბურგის” დამარცხება მოახერხეს.
ნათელია, რომ “ვერდერის” თამაში დიდწილად მათ დაცვაზეა დამოკიდებული. მომენტების შემქნა სკრიპნიკის გუნდს არ უჭირს, მაგრამ თუ დაცვაში პრობლემებია შეხვედრის დადებითად დასრულების იმედი “მუსიკოსებს” არ უნდა ჰქონდეთ. “ბაიერნთან” შეხვედრაში ვერ ითამაშებენ გალვესი და ლუკიმია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცვის ცენტრში კვალვ პრიოდლი და ვესტერგორი დადგებიან. ამ დუეტს კარგი შეხვედრის ჩატარება ნამდვილად შეუძლია, თუმცა მათი მთავარი პრობლემა სტაბილურობის ნაკლებობაა, რაც “ბაიერნის” ისედაც მაღალ შანსებს კიდევ უფრო ზრდის.
გლადბახი – ჰანოვერი
ტურის უკანასკნელ შეხვედრაში “გლადბახი” “ჰანოვერს” უმასპინძლებს. გასული ტურის შემდეგ ლუსიენ ფავრმა საკუთარ შეგირდებს სამ დღიანი შვებულება მისცა, რათა მათ ჩემპიონატის, თასის და ევროპა ლიგის შემდეგ ძალები აღედგინათ.
გასული ტურიდან გამომდინარე ეს აუცილებელია იყო. “მაინცთან” შეხვედრაში “გლადბახის” მოთამაშეებს ძალა ფაქტობრივად აღარ ჰქონდათ, რაც საბოლოოდ ორი ქულის დაკარგვის წინაპირობა გახდა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
13.03 | 23:30 | ლევერკუზენი | 1.55 | 4.00 | 6.45 | შტუტგარტი | დაწვრილებით | |
14.03 | 18:30 | აუგსბურგი | 2.00 | 3.40 | 3.90 | მაინცი | დაწვრილებით | |
14.03 | 18:30 | ჰოფენჰაიმი | 1.80 | 3.75 | 4.40 | ჰამბურგი | დაწვრილებით | |
14.03 | 18:30 | ჰერტა | 2.70 | 3.20 | 2.70 | შალკე 04 | დაწვრილებით | |
14.03 | 18:30 | ვერდერი | 7.45 | 5.50 | 1.35 | ბაიერნი | დაწვრილებით | |
14.03 | 18:30 | აინტრახტი | 1.76 | 4.00 | 4.30 | პადერბორნი | დაწვრილებით | |
14.03 | 21:30 | დორტმუნდი | 1.37 | 4.85 | 8.65 | კიოლნი | დაწვრილებით | |
15.03 | 18:30 | ვოლფსბურგი | 1.41 | 5.00 | 7.50 | ფრაიბურგი | დაწვრილებით | |
15.03 | 20:30 | გლადბახი | 1.80 | 3.70 | 4.45 | ჰანოვერ 96 | დაწვრილებით |