დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
კრონ-დელი სევილიაში მიდის
“სელტას” ნახევარმცველი, მიკაელ კრონ-დელი კარიერას “სევლიაში” გააგრძელებს. ესპანური პრესის ცნობით დანიელმა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანმა და სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა ანდალუსიურ კლუბში.
დრმიჩი გლადბახს უახლოვდება
“გლადბახს” ლევერკუზენის “ბაიერის” ფორვარდის, იოსიპ დრმიჩის გადაბირება კვლავ სურს. საბოლოო მოლაპარაკებები სეზონის დასრულების შემდეგ შედგება.
ნიუკასლი და ვესტ ჰემი კონატესთვის იბრძოლებენ
“სიონის” შემტევი მუსა კონატე, შესაძლოა, პრემიერლიგაში გადაბიდეს. ფეხბურთელის გადაბირებით “ნიუკასლი” და “ვესტ ჰემი” არიან დაინტერესებულები.
ხედირამ შალკეს წინადადება მიიღო
ესპანური მედიის ცნობით, “რეალის” ნახევარმცველი, სამი ხედირა კარიერას “შალკეში” გააგრძელებს. ფეხბურთელმა გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტის დეტალება უკვე შეათანხმა.
დუგლას კოსტას ჩელსიში გადასვლას იმედოვნებს
“შახტარის” ნახევარმცველი, დუგლას კოსტა კარიერის გაგრძელებს ლონდონის “ჩელსიში” იმედოვნებს. ფეხბურთელის განცხადებით გადამწყვეტი ფაქტორი ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის სურვილია.