იტალია: 27-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია A-ს 27-ე ტურის პრევიუს.
პალერმო – იუვენტუსი
მიმდინარე სეზონში “პალერმომ” მხოლოდ ერთი საშინაო შეხვედრა წააგო და ისიც 29 სექტემბერს, მე-5 ტურში, როცა რენცო ბარბერაზე სამი ქულა რომის “ლაციომ” მოიპოვა. ამის შემდეგ ქულების უმეტესობა სიცილიელებმა საშინაო კედლებში მოიპოვეს, რაც სტუმრად სუსტ თამაშს ასე თუ ისე აბალანსებს.
თუმცა, მოახლოებულ შეხვედრაში ჯუზეპე იაკინის გუნდს წარმატება გარანტირებული ნამდვილად არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკელი გასვლითი გამარჯვება “იუვემ” 11 იანვარს მოიპოვა, ბებერი ქალბატონი მაინც ფავორიტია. ისე, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტურინელებს “დორტმუნდთან” საპასუხო მატჩი ელით და არ არის გამორიცხული ალეგრიმ ძალები დაზოგოს.
რომა – სამპდორია
“რომას” მთავარი მიზანი ამ ეტაპზე მეორე პოზიციის შენარჩუნებაა. ტურინელთა დაწევის და ჩემპიონობისთვის ბრძოლის პერსპექტივები გარსიას გუნდისთვის ბურუსითაა მოცული, აი დაკავებული პოზიციის დაკარგვა კი ნამდვილად რეალურია.
მოახლოებულ ტურში რომაელები “სამპდორიას” უმასპინძებენ, რომელიც მიმდინარე სეზონში ასევე საკმაოდ ამბიციურია და ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ კვლავ ევროსაგზურისთვის იბრძვის.
შეძლებენ თუ არა ტოტი და კომპანია ფრეების სერიის შეწყეტას ორშაბათს გასამართ ტურის დასკვნით მატში გახდება ცნობილი.
ფიორენტინა – მილანი
ტურის ცენტრალურ მატჩს ფლორენცია უმასპნიძებს, სადაც ადგილობრივ “ფიორენტინას” “მილანი” ესტუმრება.
მასპინძლებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაივიწყონ “ლაციოსთან” განცდილი რომაული ფიასკო და შემდეგ მატჩებზე იფიქრონ. “ფიორემ” რამდენიმე დღის წინ ევროპა ლიგაზე “რომასთან” საკამოდ ნორმალური მატჩი ჩაატარა, ახლა კი “მილანის” ჯერია, რომელიც სტუმრად შემოდგომის შემდეგ ვეღარ იგებს. თუმცა, მილანელები ბოლო დროს სტუმრად კი არა, საშინაო შეხვედრებშიც იშვიათად იგებენ.
ფილიპო ინძაგის გათავისუფლება გასული ტურის შემდეგ ძალზედ რეალური იყო, მაგრამ ადრიანო გალიანიმ სილვიო ბერლუსკონის დარწმუნება შეძლო და პიპოს კიდევ ერთ შანსი ფლორენციულ შეხვედრაში მისცეს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
14.03 | 21:00 | პალერმო | 3.75 | 3.30 | 2.10 | იუვენტუსი | დაწვრილებით | |
14.03 | 23:45 | კალიარი | 2.50 | 3.15 | 3.00 | ემპოლი | დაწვრილებით | |
15.03 | 18:00 | ჯენოა | 1.95 | 3.30 | 4.25 | კიევო | დაწვრილებით | |
15.03 | 18:00 | სასუოლო | 1.65 | 3.80 | 5.50 | პარმა | დაწვრილებით | |
15.03 | 21:00 | ვერონა | 4.10 | 3.50 | 1.95 | ნაპოლი | დაწვრილებით | |
15.03 | 23:45 | ინტერი | 1.40 | 4.75 | 8.00 | ჩეზენა | დაწვრილებით | |
16.03 | 22:00 | ტორინო | 2.95 | 3.10 | 2.60 | ლაციო | დაწვრილებით | |
16.03 | 22:00 | ფიორენტინა | 2.00 | 3.50 | 3.80 | მილანი | დაწვრილებით | |
16.03 | 23:55 | რომა | 1.70 | 3.75 | 5.30 | სამპდორია | დაწვრილებით |