ჩემპიონთა ლიგა: სათამაშო დღის პრევიუ
დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალისთა სიას კიდევ ორი გუნდი დაემატება, რომლებსაც მადრიდში და ლევერკუზენში ჩასატარებელი მატჩები გამოავლენს.
მონაკო – არსენალი
პირველი შეხვედრა – 3:1 მონაკოს სასარგებლოდ
ამ გუნდების პირველი დაპისპირება 1/8 ფინალური შეხვედრების მთავარ სენსაციად იქცა. კარგ ფორმაში მყოფი “არსენალი” საკუთარ მეოდანზე წყვილის აუტსაიდერთან ისეთ ანგარიშით დამარცხდა, რომელიც ლონდონურ კლუბის შანსებს ძალიან ამცირებს.
ლეონარდუ ჟარდიმის გუნდი ამჟამად ჩემპიონატში საკმაოდ კარგად ასპარეზობს, რაც გუნდს “არსენლთან” საქმის ბოლომდე მიყვანაშიც დაეხმარება. მონეგასკებს “ბასტიასთან” გამართულ უკანასკნელი ტურის შეხვედრაში ტრავმების გამო სამი წამყვანი მოთამაშე ტულალანი, კონდოგბია და ფერეირა კარასკო ვერ ეხმარებოდნენ, თუმცა დღევანდელი შეხვედრისთვის ტრიო სრულ მზადყოფნაშია.
“არსენალი” კი ტრადიციულად მატჩს ტრავმირებულთა სიმრავლით ხვდება. სხვა საქმეა, რომ საშნაო არენაზე გუნდი ძალიან დამაჯერებლად ასპარეზობს.
მიუხედავად პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხისა ვენგერისგან შემადგენლობაში რადიკალური ცვლილებები ფაქტობრივად გამორიცხულია. მოსალოდნელია, რომ სასტარტო შემადგენლობა 3 კვირის წინ გამართული მატჩის ანალოგი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
მონაკო: სუბაშიჩი – ფაბინიო, კარვალიო, აბდენური, კურზავა – ტულალანი, მოუტინიო, კონდოგბია – დირარი, ბერბატოვი, ფერეირა კარასკო
არენალი: ოსინა – ბელიერინი, მერტეზაკერი, კოსიელნი, მონრეალი – კოკელენი, კასორლა – სანჩესი, იოზილი, უელბეკი – ჟირუ
ატლეტიკო – ლევერკუზენი
პირველი შეხვედრა – 1:0 ლევერკუზენის სასარგებლოდ
გასული სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ გუნდს საუკეთესო პერიოდი არ აქვს. “ლევერკუზენში” განცდილი მარცხის შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გამარჯვების მოპოვება აუცილებელია.
დიეგო სიმეონეს გუნდის მნიშვნელოვანი მატჩისთვის მომზადება კარგად ეხერხება. “ბაიერთან” მატჩი კი სწორეად ასეთია. მარცხის შემთხვევაში მადრიდულ კლუბ სეზონის ჩამთავრება ყოველგვარი მოტივაციის გარეშე მოუწევს.
ლევერკუზენული შეხვედრა “ატლეტიკოსთვის” უიღბლო კიდევ იმის გამო გამოდგა, რომ მადრიდულმა კლუბმა ერთბაშად ოთხი მოთამაშე დაკარგა. ტრავმები გამო საული და სიკეირა ვერ თამაშობდნენ, ხოლო გოდინი და ტიაგუ დისკვალიფიცირებულები არიან.
“ლევერკუზენისთვის” მადრიდელებთან მოგება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. იმ შეხვედრის შემდეგ ფარმაცეფტები ბუნდელსიგაშიც უკეთესად ათამაშდნენ, დღეს კი 1/4 ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. გერმანული კლუბის წისქვილზე ისიც ასხამს, რომ სტუმრები მოახლოებულ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან.
სავარაუდო შემადგენლობები:
ატლეტიკო: მოია – ხუანფრანი, მირანდა, ხიმენესი, ხესუს გამესი – ტურანი, გაბი, სუარესი, კოკე – გრიზმანი, მანჯუკიჩი
ლევერკუზენი: ლენო – ჰილბერტი, ტოპრაკი, სპაჰიჩი, ვენდელი – ბენდერი, კასტრო – ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი – კისლინგი