ლიგა 1: ლიონის დაბრუნება
2002-დან 2008 წალმდე საფრანგეთის უცვლელი ჩემპიონი “ლიონი” იყო. ცოტა გასაკვირიც არის, მაგრამ 2002 წლამდე ამ გუნდს ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული მოგებული არ ჰქონდა.
კარიმ ბენზემა, სიდენი გოვუ, ჟუნინიო, გრეგორი კუპე, ფლორან მალუდა, მაიკლ ესიენი, სონი ანდერსონი, მაჰამადუ დიარა, კასაპა და კრისი იმ მოთამაშეთა არასრული ჩამონათვალია, რომელიბ იმ ფორმაციის “ლიონის” წამყვანი სახეები იყვნენ და გუნდი 21-ე საუკუნის დასაწყისის საუკეთესო ფრანგულ კლუბად აქციეს.
ლიგა 1-ში მოპოვებული ტიტულების რაოდენობით “ლიონის” “მონაკოასთან” ერთად მეოთხე ადგილზეა. გუნდი გულშემატკივართა სიმრავლითაც გამოირჩევა და მათი რაოდენობით საფრანგეთში ერთ-ერთი ლიდერიც არის.
უკანასკნელი ჩემპიონობის შემდეგ უკვე 7 წელი გავიდა, მაგრამ ბოლო დროს კლუბში უკეთესი მომავლის იმედი გაჩდნა, რაც “რეიმსის” ყოფილმა დამრიგებელმა იუბერ ფურნიეს “ლიონში” მოსვლას უკავშირდება. ფრანგმა პეციალისტმა გუნდი გასული წლის მაისში ჩაიბარა და კიდევ ერთი აღმავლობაც აქედან დაიწყო.
მიმდინარე სეზონის 29 ტურის შემდეგ “ოლიმპიკი” 59 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. წამრატებაში დიდი როლი ახალგაზრდა ფრანგ ფორვარდს, დავიდ ლაკაზეტს მიუძღვის, რომელიც 23 გოლით ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან მიმდინარე სეზონის სტარტამდე ლაკაზეტის ანგარიშზე სულ 24 გოლი იყო. ბუნებრივია, ასეთი პროგრესი ყურადღების გარეშე არ რჩება და მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ახალგაზრდა ფორვარდი სარფიანად გაიყიდება და გუნდს დატოვებს.
ფეხბურთში გულშემატკივართა სიყვარულს და სპეციალისტების აღიარებას უმეტეს შემთხვევებში სწორედ ფორვარდები იღებენ, ასეა ლაკაზეტის შემთხვევაშიც, თუმცა ყოველი გოლის უკან ძლიერი ნახევარდაცვა, სრაფი ვინგერი, გამოცდილი მცველი, ენერგიული ფულბექი და საიმედო მეკარე დგას. წლევანდელ “ლიონი” კი ფაქტობრივად ყველა ხსენებულ კომპონენტს აკაყოფილებს.
გუნდის თამაში რამდენიმე მოთამაშეზეა დამოკიდებული. 21 წლის ნაბილ ფეკირი შემტევი ნახევარმცველია, რომლის ანგარიშზეც 20 თამაშში გატანილი 8 გოლია. ლიგაში ის ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტიც არის.
ლაკაზეტის პოტენციურ შემცვლელად სახელდება “ახალ ბენზემად” წოდებული იასინ ბენზია, რომელსაც პირველ გუნდში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. თუმცა, ამ ეტაპზე ის ლაკაზეტის ჩრდილშია და სათამაშო პრაქტიკასაც მოკლებულია.
2014/15 წლების სეზონში ხარისხობრივად ახალ დონეზე გასული კიდევ ერთი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე კლინტონ ნჯიეა, რომელმაც 19 თამაშში 5 საგოლე პასს 2 გოლიც დაუმატა.
ახალგაზრდებთან ერთად გუნდში გამოცდილი მოთამაშეებიც არიან, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. მაქსიმ გონალოსი, არნოლდ მვუემბა, კრისტოფ ჟალე და სხვები ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად შესანიშნავ სინთეზს ქმნიან. გუნდის წარმატებაში პორტუგალიელ მეკარეს, ენტონი ლოპესსაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის, რომელმაც 29 შეხვედრაში მხოლოდ 22 გოლი გაუშვა.
საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი და “ლიონის” მთავარი კონკურენტები პსჟ და “მარსელი” არიან, თუმცა ყველაფერი იუბერ ფურნიეს გუნდის ხელშია და ტიტულის დაბრუნებაც წელს რეალური ჩანს.