ანუპამ სარკარი: “საქართველოში თამაში ჩემს კარიერაში ახალი საფეხურია”
ინდური “პუნე სიტიდან” ბათუმის “ადელში” გადაბარგებულმა ანუპამ სარკარმა ინდურ პრესასთან მცირე კომენტარი გააკეთა.
“დიდი მადლობა “პუენს” და “ადელს” ამ შესანიშნავი შანსისთვის. საქართველოში თამაში ჩემს კარიერაში ახალი საფეხურია. ძალიან მინდა, რომ ჩემს ახალ კლუბს და თანაგუნდელებს დავეხმარო” – განაცხადა სანრკარმა, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ინდოელი ლეგიონერია.
ინდური მედია იმასაც იუწყება, რომ აღნიშნული ტრანსფერი “ადელის” სპორტული დირექტორის, ფილიპ დე რიდერის დამსახურებაა, რომელიც “პუნეს” მოთამაშის 4-თვიან იჯარაზე შეუთანმდა. ბათუმური კლუბის პრეზიდენტი, ლევან ადეიშვილი კი ინდურ კუბთან ხანგრძლივ თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
“ვიცოდი, რომ ინდოეთში ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი კეთდება. ფილიპ დე რიდერთან მუშაობის შემდეგ კი ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. სწორედ მან დამარწმუნა, რომ სარკარი ჩვენს გუნდს გააძიერებს და გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარება. მიხარია, რომ “ადელი” პირველი ქართული კლუბია, რომლის შემადგენლობაშიც ინდოელი ფეხბურთელი ითამაშებს. იმედი მაქვს, “პუნე სიტისთან” ხანგრძლივი თანამშრომლობა გვექნება”.