“დინამომ” ჩირგაძის დუბლით მოიგო
დღეს, “დინამო არენაზე” საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში თბილისის “დინამომ” “მეტალურგს” უმასპინძლა და დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა.
მატჩი მასპინძელტა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო, თუმცა საკმაოდ ნელ ტემპში მიმდინარეობდა. პირველი მომენტი მე-17 წუთზე შეიქმნა და გოლით დასრულდა. ჯანელიძის ჩაწოდების შემდეგ თავი ზუსტი დარტყმით გიორგი ჩირგაძემ გამოიჩინა. სულ რაღაც 6 წუთში “დინამოს” სემტევმა დუბლი გაიფორმა, როდესაც მეკარესთან პირისპირ გასულმა შანსის გამოყენება აუღელვებლად შეძლო.
მასპინძლებს შესვენებამდე მესამედაც შეეძლოთ გატანა. 38-ე წუთზე ჩირგაძის დარტყმა ძელმა მოიგერია, დამატებაზე კი კიტეიშვილი და ჯანელიძე ცდილობდნენ გატანას, თუმცა არაზუსტად.
მეორე ნახევრის დებიუტში “მეტალურგს” ანგარიშში სხვაობის შემცირება შეეძლო. გატანის შანსი შეცვლაზე შესულ გაბაშვილს ჰქონდა, რომლის თავურიც ლიბორ ჰრდლიჩკას კარს მცირე მანძლით ასცდა. ამის შემდეგ მატჩი ჩვეულ რითმს დაუბრუნდა. “დინამო” მოპოვებულ უპირატესობას პრობლემების გარეშე ინარჩუნებდა, თუმცა შეტევაში ხეირიანად ვერ მიდიოდა. მიუხედავად ამისა თბილისელებს ორი რეალური მომენტი მაინც შეექმნად. 75-ე წუთზე პირისპირ გასულმა ჯიღაურმა კარს ააცილა. მალევე კი, პარუნაშვილის პასის შემდეგ გოლის გატანა ჯანელიძეს მართებდა, თუმცა დინამოელთა 7 ნომერს ახლო მანძლიდან ბედიაშვილმა არ გაატანინა.
საბოლოოდ 2:0 და “დინამომ” ლიდერობა შეინარჩუნა, “მეტალურგი” კი კვლავ დამარცხდა და თუ ასე გაგრძელდა მალე გასავარდნ ზონასაც მიუახლოვდება.
დინამო თბილისი 2-0 მეტალურგი
გოლები: ჩირგაძე 17′ ; 23′
დინამო თბილისი: ჰრდლიჩკა, კააკბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, თოთაძე, პარუნაშვილი (შერგელაშვილი 83′), ცინცაძე, ჯანელიძე, ლობჟანიძე (ჯიღაური 62′), კიტეიშვილი (ტაბატაძე 70′), ჩირგაძე
მეტალურგი: ბედიაშვილი, ბარაბაძე, სარიაშვილი, ნოზაძე, ბერუაშვილი (გაბაშვილი 46′), ჯოხაძე (ციცქიშვილი 77′), ნარიმანიძე, ოქროპირიძე, გელაშვილი, ექვთიმიშვილი (გუჯაბიძე 55′), ხიზანეიშვილი.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები