დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
კოვაჩიჩი არსენალში გადავა
“ინტერის” ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი, შესაძლოა, “არსენალში” გადავიდეს. ტრანსფერი სავარაუდო ღირებულება 17 მილიონი ევროა.
ბეილი კვლავ ჩელსის ინტერესთა სფეროშია
“ჩელსი” მადრიდის “რეალიდან” გარეთ ბეილის გადაბირების იმედს არ კარგავს. ლურჯები მზად არიან ბეილში და რაფაელ ვარანში 200 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ.
სიტის დე ბრეინე სურს
“ვოლფსბურგის” ნახევარმცველი, კევინ დე ბრეინე “მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ინგლისური კლუბის სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი “ვოლფსბურგის” მატჩსაც კი დაესწრება.
ჩელსის ახალი ნეიმარის ყიდვას ცდილობს
“ჩელსიმ” ბრაზილიურ “ფლუმინენესეს” ფორვარდ კენედის თაობაზე წინადადებით მიმართა. ფეხბურთელს, რომელსაც “ახალ ნეიმარს” უწოდებენ კონტრაქტს “მანჩესტერი” და “ბარსელონაც” სთავაზობენ.
ლივერპულის 25 მილიონი ფირმინიოს სანაცვლოდ
“ლივერპულის” ინტერესთა სფეროში “ჰოფენჰაიმის” შემტევი, რობერტო ფირმინიო მოხვდა. ბრიტანული მედია იუწყება, რომ მერსისაიდელები მოთამაშეში 25 მილიონ ევროს იხდიან.