“იუვენტუსის” შთამბეჭდავი გამარჯვება დორტმუნდში
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსი” დორტმუნდს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ “ბორუსიას” სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
ანარიში მე-3 წუთზე კარლოს ტევესმა ულამაზესი გოლით გახსნა და ტაიმიც ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევრაში, 70-ე წუთზე ალვარო მორატამ საკუტარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ზუსტად 9 წუთში კი, ტევესმა დუბლით საბოლოო აგნარიში დააფიქსირა და ორი შეხვედრის ჯამში საკუთარ გუნდს 1/4 ფინალის საგზურიც გაუფორმა.
დორტმუნდი 0-3 იუვენტუსი
გოლები: ტევესი 3′ ; მორატა 70′ ; ტევესი 79′
დორტმუნდი: ვაინდეფელერი – პაპასტატოპულოსი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი – ბენდერი, გიუნდოგანი – ბლაშიკოვსკი, მხიტარიანი, როისი – ობამეიანგი
იუვენტუსი: ბუფონი – ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა – ვიდალი, მარკიზიო, პოგბა – პერეირა – მორატა, ტევესი.