როგორ შეიცვალა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თამაში
შეიძლება ცოტა სადაო საკითხია, მაგრამ უმრავლესობა თანხმდება, რომ ფეხბურთი ნამდვილი მამაკაცური თამაშია. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ფეხბურთელები ჰოკეისტებივით არ უხეშობენ, მაგრამ ფეხბბურთელები არც სპეციალურ დამცავ საშუალებებს ატარებენ, როგორც ეს სხვა, ერთი შეხედვით სპორტის გაცილებით უხეშ სახეობებში ხდება.
ნებისმიერი ფეხბრუთელი საკუთარ ჯანმრთელობასაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს, თუმცა სამწუხაროდ თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო ცოტანი არიან როი კინის, პატრიკ ევრას და ზინედინ ზიდანის მსგავსი ტიპის ფეხბურთელები, რომლებსაც მოედნის ცენტრში ბურთისთვის ბრძოლის დროსაც კი შეეძლოთ რისკზე წასვლა და გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი კარიერი საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ.
გუნდისთვის ისინი ყველაფერს აკეთებდნენ და არა მხოლოდ სპორტსმენებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდნენ. დღეს კი ვარდისფერ ბუცებში გამოწყობილი მოთამაშეების დროა, რომლებიც ვარჯიშის დასრულების შემდეგ 300,000-იანი სპორტკარებით ბრუნდებიან სახლებში. ასეთი მოთამაშეების ნახვა მხოლოდ ტოპ დონეზე არაა შესაძლებელი. ისინი მრავალი დამწყები, ახალგაზრდა მოთამაშეების კუმირები არიან და ამიტომ ხშირად ხდებიან კოპირების ობიექტები. სამწხუაროდ, მიბაძვა თამაშის მანერის გარდა მოედნის მიღმა ცხოვრებასაც ეხება და საქართველოზე თუ ვისაუბრებთ ძირითადად ამას იმ ახალგაზრდა მოთამაშეებთან ვხვდებით, რომლებთანაც ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო მომავალი ასოცირდება.
თუმცა, ფერადი ბუცები და პოპ-ვარსკვლავებად ქცეულ ფეხბურთელების სამყაროშიც არიან მოთამაშეები, ვისთვისაც ფეხბურთი, შედეგი და გუნდის ინტერესებია მთავარი. ვენსან კომპანი, ბასტიან შვაინშტაგერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სხვები ამტკიცებენ, რომ ამ ტიპის მოთამაშეების და პირველ რიგში პიროვნებების გარეშე ფეხბურთი დღესაც წარმოუდგენელია.
ეს მოთამაშები გუნდის ხერხემალსაც წარმოადგენენ და ამავდროულად საბოლოო შედეგის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. თუმცა, რაღა თქმა უნდა ტიტულები პირველ რიგში იმ თანამედროვე ვარსკლავებთან ასოცირდება, რომელთა ტიპაჟიც დღევანდელ ფეხბურთში ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა მოდებული. ამასთან ერთად , არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა უამრავი, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალისგან შედგება და ნებისმიერი მათგანის ამვოარდნა, შესაძლოა, გუნდისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. ფეხბურთი ხომ ნამდვილი ბრძოლაა, ბრძოლაში კი ძლიერები იმარჯვებენ.