ცხადაძის გაფართოებული სიიდან 6 ლეგიონერი ამოვარდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 23 მარტს დაიწყებს. კახა ცხადაძე „ჯვაროსნებს“ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრებს და მომავალი მატჩებისთვის მოამზადებს.
მალტასთან ამხანაგური შეხვედრისა და გერმანიასთან ოფიციალური მატჩისთვის, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით სულ 23 ფეხბურთელი მოემზადება. შეგახსენებთ, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში თავიდან 29 მოთამაშე დასახელდა, შემდეგ კი სიას კიდევ ორი ფეხბურთელი დაემატა.
მორიგი ევროპული ტურის შემდეგ გაფართოებული შემადგენლობიდან საბოლოოდ 19 ლეგიონერი შეირჩა და ორ უახლოეს შეხვედრაში ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდნენ ლაშა სალუქვაძე (“ინტერი”, აზერბაიჯანი), გიორგი ფოფხაძე (“იაგელონია”, პოლონეთი), ბუბა დაუშვილი (“კარპატი”, უკრაინა), გიორგი მერებაშვილი (“ოფი”, საბერძნეთი), მათე ვაწაძე (“ორჰუსი”, დანია), ოთარ მარცვალაძე (“ტოსნო”, რუსეთი).
ნაკრების ლეგიონერების სია ამჟამად ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი („ტოსნო“, რუსეთი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი („ინტერი“, აზერბაიჯანი), საბა კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), ლაშა დვალი („ქასიმფაშა“, თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი („ტოსნო“, რუსეთი)
ნახევარმცველები: კახა მახარაძე („ფახთაქორი“, უზბეკეთი), ჯაბა კანკავა („დნიპრო“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა)
თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი), ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი)
ეროვნულ ნაკრებს ოთხი მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატიდან დაემატება. ცხადაძე საბოლოო არჩევანს უმაღლესი ლიგის 21-ე ტურის შემდეგ გააკეთებს.