კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ”ჰიუნდაი ავტო საქართველოს” შორის თანამშრომლობა გრძელდება

თარიღი: მარტი 19, 2015

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია აგრძელებს კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან “თანამშრომლობას. 19 მარტს 13:00 საათზე ‘’ჰიუნდაის’’ ცენტრში ხელი მოეწერა 1-წლიან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

კომპანია ‘’ჰიუნდაი’’ უკვე 8 წელია  აქტიურად მოღვაწეობს ქართულ კალათბურთში და წლების განმავლობაში ის საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთ სტაბილურ პარტნიორად და ქართული კალათბურთის აქტიურ  მხარდამჭერად  იქცა.

კომპანია ‘’ჰიუნდაი’’  2009 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების სპონსორია, 2007 წლიდან აქვს ბავშვთა საკალათბურთო სკოლა,  მიმდინარე  წელს  გახდა  ისტორიაში პირველი „ა” ლიგის   მონაწილე ‘’სეუ-ჰიუნდაის’’ გენერალური სპონსორი, ასევე  აქტიურად  ეხმარება  ვეტერან კალათბურთელებს.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კომპანია ‘’ჰიუნდაი-ავტო საქართველოს’’ დირექტორმა დავით გიორგობიანმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერეს. მხარეებმა საინტერესო და ორიგინალური მემორანდუმები გაცვალეს, რომლებსაც სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისურის ფორმა ჰქონდა, მემორანდუმზე გამოსახული 8 ნომერი კი ფედერაციასა და ‘’’ჰიუნდაი ავტო საქართველოს’’ შორის თანამშრომლობის 8-წლიან ურთიერთობას გამოხატავს. 

დავით გიორგობიანი (კომპანია „ჰიუნდაი  ავტო საქართველოს“ დირექტორი):  ქართული კალათბურთი წარმატებულია არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, არამედ საერთაშორისო არენაზეც.  ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ  სპორტის ამ სახეობის განვითარებაში.  ჩართულნი ვართ როგორც ბავშვთა კალათბურთში, ასევე ვეტერან კალათბურთელებსაც ვუწევთ  დახმარებას  და  წელს „ა“ლიგაში მონაწილე  გუნდის სეუ-ჰიუნდაის  გენერალური სპონსორებიც გავხდით.  სიამოვნებით მივესალმებით „ა“ ლიგის შექმინის პრეცედენტს, რომელიც მართლაც უმნიშვენელოვანესია კალათბურთის განვითარებისთვის. რაც შეეხება ჩვენს  8-წლიან ურთიერთობას, ეს ფედერაციის სწორი მუშაობითაა განპირობებული. კმაყოფილნი ვართ ქართული კალათბურთის  შედეგებით და გვიხარია რომ  ჩვენც ამ პროცესის თანამონაწილეები ვართ.

 მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): დიდი მადლობა  კომპანია „ჰიუნდაის“ აქტიური თანამშრომლობისთვის და ქართულ კალათბურთში ასეთი ჩართულობისთვის. ეროვნულ ნაკრებთან  სასპონსორო ხელშეკრულება  1 წლით გახანგრძლივდა და იმედია მაქვს მომავალში კიდევ  გაგრძელდება.  ქართულ კომპანიებს მოვუწოდებ  ჩაერთონ  ქართული სპორტის განვითარებაში, რადგან ეს არის ჩვენი ერის ჯანმრთელი მომავლის გარანტი. 

 



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა