დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ.
სანდერლენდი დეულოფეუთი დაინსტერესდა
“ბარსელონას” 21 წლის ფორვარდი, ჟერარ დეულოფეუ “სანდერლენდის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ახალგაზრდა მოთაამაშე ამჟამად იჯარის წესით “სევილიაში” ასპარზობს, გასულ სეზონში კი ის “ევერტონის” ღირსებას იცავდა.
იუვენტუსი და ნაპოლი ბეკისთვის იბრძოლებენ
“იუვენტუსი” და “ნაპოლი” გემრანული “ჰოფენჰაიმის” მცველით, ანდრეს ბეკით დაინტერესდნენ. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონი ევროა.
არტეტა სოსიედადს უახლოვდება
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი, მიკელ არტეტა, შესაძლოა, “რეალ სოსიედადში” გადავიდეს. მიმდინარე სეზონში გამოცდილი მოთამაშე ტრავმებით დაიტანჯა, რის გამოც მოედანზე ფაქტობრივად არ გამოსულა.
მარსელს ტოშიჩი სურს
მოსკოვის ცსკა-ს სერბით ვინგერის, ზორან ტოშიჩის გადაბირება “მარსელს” სურს. ფრანგული კლუბი ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულში აპირებს.
ვოლფსბურგი ლუკაკუში 45 მილიონს იხდის
“ვოლფსბურგის” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი “ევერტონიდან” რომელუ ლუკაკუს გადაბირება იქნება. ბრაიტნული პრესის ცნობით, გერმანული კლუბი მზად არის მოთამაშის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადოს.