მესის წარმატების საიდუმლო – უარის თქმა პიცაზე
ესპანელმა ჟურნალისტებმა დაასახელეს მიზეზი, რის გამოც ლეო მესიმ 2015 წელი ბრწყინვალედ დაიწყო.
მხოლოდ ზარმაცი ადამიანი ვერ შეამჩნევდა, რომ არგენტინელმა მცირე ჩავარდნა აღმოფხვრა და მიმდინარე წელს თავის საუკეთესო ფორმას უბრუნდება. ლეომ მოაწყო შოუები და დაჩრდილა “ოქროს ბურთის” მფლობელი.
ბევრს დააინტერესა, თუ როგორ მოახერხა 27 წლის ფეხბურთელმა ჩავარდნის შემდეგ გენიალურ ფორმაში ჩადგომა. ყველაფერი ძალიან მარტივია.
ფაქტია, რომ გასულ სეზონში ხშირი დაზიანებების გამო, მესიმ წონაში საგრძნობლად მოიმატა. იმ დროს, პიცა არგენტინელის მთავარი საჭმელი გახლდათ.
ფიზიოთერაპევტმა მესის იტალიურ საჭმელებთან გამომშვიდობება ურჩია, იმ მიზნით, რომ იგი სასურველ ფიზიკურ ფორმაში ჩამდგარიყო. ამის შემდეგ, მესიმ 3.5 კილოგრამი დაიკლო.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 11 მატჩში მესიმ 17 გოლი და ბევრი საგოლე გადაცემა გააკეთა.