ეროვნული იწყებს – ნაკრების 23–კაციანი შემადგენლობა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო მატჩებისთვის საწვრთნელ შეკრებას იწყებს. კახა ცხადაძის გუნდი ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვის ტექნიკურ ცენტ „ბასაზე“ ორშაბათიდან მოემზადება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სრული, 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მალტასთან (25 მარტი) და გერმანიასთან (29 მარტი) განაცხადში იქნება.
მეკარეები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი („ტოსნო“, რუსეთი), მიხეილ ალავიძე („დინამო“, ბათუმი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი („ინტერი“, აზერბაიჯანი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), ლაშა დვალი („ქასიმფაშა“, თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი („ტოსნო“, რუსეთი), ლევან კაკუბავა („სამტრედია“, სამტრედია)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („დნიპრო“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი), კახა მახარაძე („ფახთაქორი“, უზბეკეთი),
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია)
ნაკრებში გამოძახებული ლეგიონერები, რომლებმაც საკუთარ კლუბებში კვირას ითამაშეს, ეროვნულ გუნდს სამშაბათს შეურთდებიან. კახა ცხადაძის გადაწყვეტილებით კი, ორშაბათის სრულფასოვანი ვარჯიშის ჩასატარებლად, მასში მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები:
ლაშა პარუნაშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი ჩირგაძე, ჯაბა ჯიღაური (ყველა „დინამო“ თბილისი), არჩილ ტვილდიანი („შუქურა“, ქობულეთი), დავით მთივლიშვილი („ზესტაფონი“, ზესტაფონი).
პრესკონფერენციებისა და ვარჯიშების განრიგი:
სამშაბათი, 24 მარტი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი
16:30 – მალტის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17.00 – მალტის ნაკრების ვარჯიში
18.30 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19.00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში
საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და მალტას შორის 25 მარტს, 21 საათზე დაიწყება. მატჩი „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება.
სფფ–ის პრესსამსახური