WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (243184) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

საქართველოს ნაკრების მატჩებზე ბილეთის გაყიდვის განრიგში მცირე ცვლილებებია

თარიღი: მარტი 23, 2015

მოგეხსენებათ, 25 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები მალტასთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. აქამდე გაირკვა, რომ როგორც ამ მატჩის, ასევე გერმანიასთან ევროპის 2016 წლის ჩემპონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის ბილეთები 23 მარტიდან გაიყიდება.

ახლა კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, მალტასთან მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ორშაბათიდან მიხეილ მესის სახელობის სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება გერმანიასთან თამაშზე დასასწრებ ბილეთებს, მათი გაყიდვა ერთი დღით გვიან- – 24 მარტიდან „დინამო არენას“ სალაროებში  დაიწყება.

მალტასთან თამაშის ბილეთების ფასი 5 ლარს შეადგენს, ხოლო გერმანიასთან – 10, 15, 20 და 30 ლარს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროები დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო „დინამო არენას“ სალაროები ღია საღამოს 20:00 საათამდე იქნება.



მსგავსი სიახლეები