18-წლამდელები მზადებას ტულუზაში აგრძელებენ
18-წლამდელები ტულუზაში ჩავიდნენ, სადაც ტურნირისთვის მზადებას ვალე დიუ ჟირუს (Vallee Du Girou) სამწვრთნელ ბაზაზე განაგრძობენ.
ტულუზამდე უმცროსი ბორჯღალოსნები 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით კლერმონში იმყოფებოდნენ, სადაც ამავე კლუბის აკადემიის თანატოლთა გუნდთან საპრინგ-მატჩი გამართეს. ასევე დაგეგმილი იყო მეორე სპარინგის გამართვა, მაგრამ მასპინძელთა თხოვნით გუნდებმა რამდენიმე ერთობლივი ვარჯიში ჩაატარეს.
ელიტ დივიზიონი
26 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონში იასპარეზებენ. წლევანდელი ტურნირი ტულუზაში რაგბი ევროპის ეგიდით სამხრეთ პირინეების (Midi-Pyrenees) რაგბის კავშირის ორგანიზებით იმართება. შარშანდელი გათამაშების მსგავსად, 18-წლამდელები პირველ შეხვედრას ირლანდიის თანატოლთა ნაკრებთან გამართავენ. შეხვედრა ფრანგული მეორე ელიტარული დივიზიონის კლუბ მონტობანის სტადიონზე 27 მარტს ჩვენი დროით 22 საათზე გაიმართება.
საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, გვარდება მატჩების სთრიმის ტექნიკური საკითხები, რომლის გარკვევის შემდეგ სთრიმის ბმულს შემოგთავაზებთ.
ტურნირში მონაწილე გუნდები:
საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია, საქართველო, პორტუგალია
Rugby.GE