დიეგო კოსტამ ტრავმის გამო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დატოვა
ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა ესპანეთის ნაკრებს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.
26 წლის თავდამსხმელს მარცხენა თეძოს ტრავმა აღმოუჩნდა. მოთამაშე ლონდონში დაბრუნდება და „ჩელსის“ რიგებში მომზადებას გააგრძელებს.
ცნობისთვის, ესპანელები 27 მარტს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავენ, ხოლო 31 მარტს ჰოლანდიასთან ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ.