ზლატან იბრაჰიმოვიჩს მსაჯთან ბურთის გამო კონფლიქტი მოუვიდა (ვიდეო)
20 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლორიანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. პარიზელთა მხირდან, შეხვედრაში სამივე გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, შვედ თავდამსხმელს სურდა, რომ ბურთი, რომლითაც მან მეტოქის კარი სამჯერ დალაშქრა შინ წაეღო. თავდაპირველად, მან მსაჯს სთხოვა, რომ ბურთი მისთვის მიეცა, თუმცა რეფერიმ ის უარით გაისტუმრა.
გასახდელისაკენ მიმავალმა ზლატანმა მსაჯს კიდევ ერთხელ სთხოვა, რომ ბურთი მიეცა, მაგრამ არბიტრი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა.
ზლატანი: “მსაჯო… ბურთი!”
მსაჯი: “დაიცადე… დაიცადე… გადავწვიტავ.”
ზლატანი: “რას ელოდები?”
მსაჯი: “გადაწვყეტილებას მივიღებ.”
ზლატანი: “გინდა, რომ ახლა ბოსი იყო? კარგი. შენ ბოსი ხარ. კამერებთან ამის თქმა კარგია.”
მსაჯი: “გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ.”
როგორც საბოლოოდ გაირკვა, ზლატანმა ბურთი მაინც მიიღო და ის კომფორტულადაც ამგზავრა.