რაული: “ბარსასთან მარცხი მეწყინა, მაგრამ რეალის თამაში მომეწონა”
მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, რაულ გონსალეს ბლანკომ განაცხადა, რომ იმედგაცრუებული დარჩა ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გამართულ ელ კლასიკოში კარლო ანჩელოტის გუნდის მარცხით(1:2). თუმცა, მას ძალიან მოეწონა “რეალის” თამაში და მიაჩნია, რომ მადრიდელებმა კრიზისულ პერიოდს თავი დააღწიეს.
“რა თქმა უნდა, რეალის ასპარეზობას ყურადღებით ვაკვირდები. ძალიან მეწყინა “ბარსელონასთან” მარცხი, მაგრამ კმაყოფილი დავრჩი “რეალის” მიერ ნაჩვენები თამაშით. გუნდმა შეხვედრის დიდი ნაწილი მოწოდების სიმაღლეზე ჩაატარა და ბევრი პრობლემა შეუქმნა მასპინძლებს. ანჩელოტის გუნდმა ასეთ სტილში უნდა განაგრძოს და ვფიქრობ, საჩემპიონო ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა,”-ამბობს რაული.