ოზილი: “ძალიან მიკვირს, რომ გერმანელ-თურქს მხოლოდ მე მეძახიან”
გერმანიის ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცელმა მესუთ ოზილმა აღნიშნა, რომ მას არ ესმის, რატომ მოიხსენიებს გულშემატკივართა ნაწილი გერმანელ-თურქად.
ფეხბურთელის თქმით, იგი ამაყობს თავისი თურქული წარმომავლობით, მაგრამ მსგავსი ტიპის ფრაზები მსთვის გამაღიზიანებელია.
“სიმართლე გითხრათ, ძალიან არ ვბრაზობ, როდესაც ასე მომიხსენიებენ, მაგრამ გაოცებული კი ვარ. რატომღაც, სამი ხედირა არავის ახსენდება და გერმანელ-თურქად მხოლოდ მე მომიხსენიებენ. ასევე გაუგებარია, ასეთ შემთხვევაში, რატომ არ უწოდებენ ლუკას პოდოლსკისა და მიროსლავ კლოზეც გერმანელ-პოლონელებს. გელზენკირხენში დავიბადე და გავიზარდე და მეამაყება, რომ თურქული წარმომავლობის ვარ”.
“იმდენი მოვახერხე, რომ გერმანული დისციპლინა და ტაქტიკა თურქულ ტექნიკასთან შევაზავე. რატომ არ ვმღერივარ გერმანულ ჰიმნს? – იმიტომ, რომ არ მინდა ვინმეს ვაწყენინო. ამავე დროს, თამაშების დროს მხოლოდ ფეხბურთზე ვრ კონცენტრირებული,”-განაცხადა ოზილმა.