იბრაჰიმოვიჩი: “საფრანგეთში კრიტიკოსებს მწვერვალიდან ჩემი ჩამოგდება უნდათ, მაგრამ ვერ ეღირსებიან”
ფრანგული “პსჟ”-ს ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ თამამად განაგრძობს ბრძოლას ქვეყანაში მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასთან, რომელიც ფეხბურთელის რიგმა გამონათქვამებმა განაპირობა საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის შესახებ.
“საფრანგეთში ცხოვრება მომწონს და ასე რომ არ იყოს, “პსჟ”-ში ამდენ ხანს არ გავჩერდებოდი. კონტრაქტს კლუბთან ნამდვილად არ გავაგრძელებდი. ყველაფერი დანარჩენი – სისულელეა. უბრალოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მწვერვალიდან ჩემი ჩამოგდება უნდათ, მაგრამ მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ამას ვერ ეღირსებიან. მწვერვალზე ყოფნა მომწონს და აქვე დავრჩები”.
“რაც შეეხება ჩემი მხრიდან მსაჯების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, ცნობილი ამბავია, რომ ყოველთვის ფეხბურთელებს სჯიან და არა – არბიტრებს. ჩემეულ სამყაროში ფარისევლობას ადგილი არ აქვს და გამარჯვებისთვის ვთამაშობ. ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვთვლი, რომ მართალი ვარ, როგორც საკუთარი თავის, ისე საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის წინაშე,”-აღნიშნა იბრამ.