საქართველო – გერმანია: ცხადაძის პირველი გამოცდა

თარიღი: მარტი 28, 2015

მალტასთან მოგებული სადებიუტო მატჩის შემდეგ კახა ცხადაძე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველ, თანაც ძალიან რთულ გამოცდას ხვალ ჩააბარებს. „დინამო არენაზე“ ჯვაროსნები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მეტოქის სიძლიერეზე ყველაფერი კარგად არის ცნობილი. გასულ ზაფხულს ჩატარებულ მუნდიალზე ბუნდესნაკრებმა მთელს საფეხბურთო სამყაროს დაუმტკიცა, რომ ტიტულს იმსახურებდა და მისი მფლობელიც განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გახდა.

ბუნებრივია, რომ შესანიშნავად ჩატარებული მუნდიალის შემდეგ გუნდმა მოუკლო, რაც ლიდერების ოპტიმალური ფორმისგან შორს ყოფნასთან ერთად გარკვეული ცვლილებების ბრალიცაა. ნებისმიერი გუნდის მიზანი მუდმივი განვითარება და სიახლეების დანერგვაა და იოახიმ ლიოვის ხედვაც ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტპაის ქვეჯგუფში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ გერმანელებმა მხოლოდ 2 თამაში მოიგეს. ერთი უიმედო აუტსაიდერ გიბრალტართან, ხოლო მეორე შოტლანდიასთან, რომელთანაც ჩვენმა გუნდმა გლაზგოში მინიმალური ანგარიშით წააგო. გერმანელებს დამაჯერებლობა რამდენიმე დღის წინ ავსტრალიელებთან ჩატარებულ შეხვედრაშიც აკლდათ, რომელიც ბუნდესნაკრებმა ფრედ დაასრულა. ბუნებრივია, რომ თანამედროვე ფეხბურთში მსგავსი შედარებებით მომავალი მატჩის ანგარიშზე სერიოზულად მსჯელობა სისულელეა, მაგრამ ის ნათელია, რომ დღევანდელ გემრანიასთან და ნებისმიერ გრანდთან ტოლსწორად თუ არა, ღირსეულად თამაში მაინც შესაძლებელია, რაც ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებმა არაერთხელ დაამტკიცა, თუმცა ეს თამაშის სანახაობრივი ნაწილის ხარჯზე მოახერხა.

ცხადაძის ხელწერა ქეცბაიას ფეხბურთისგან რომ განსხვავებულია მალტასთან შეხვედრაშიც გამოჩნდა, სადაც ჩვენი გუნდი შეტევაში უფრო თამამად მიდიოდა. ისიც ფაქტია, რომ სამი დღის წინ ჩატარებულ შეხედრაში ჯვაროსნებისგან გულშემატკირები გაცილებით მეტს ითხოვდნენ, თუმცა ისიც გასაგებია, რომ სულ რაღაც 2-3 დღეში ფეხბურთელებისთვის სრულიად ახალი სათამაშო მოდელის ათვისება რთული იქნებოდა.

მალტასთან შეხვედრაში ცხადაძემ ორი ტაქტიკური მონახაზი გამოიყენა და პირველი ტაიმის შემდეგ გუნდი 3-5-2-დან 4-2-3-1-ზე გადააწყო, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო. რთული სათქმელია რა იქინება გერმანიასთან. დაზუსტებით ეს მხოლოდ ცხადაძემ იცის, თუმცა ჩვენ მაინც 3-5-2-1 ვვარაუდობთ, რომელიც რეალურად მეტოქის შეტევების დროს 5 მცველით თამაშს ითვალისწინებს. მაგრამ, ამავე სქემის მთავარი მინუსი რა თქმა უნდა ფლანგის მოთამაშეების გამძლეობას ეხება, რაც ქართული ფეხბურთისთვის ყოველთვის სერიოზული პრობლემა იყო.

დასასრულს მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ და საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების ურთიერთშეხვედრებს გავიხსენებთ, რაც სულ სამ მატჩს მოიცავს. პირველი მატჩი 20 წლის წინ, 1995 წლის 29 მარტს „დინამოზე“ შედგა და იურგენ კლინსმანის დუბლით გერმანელების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. მეორე შეხვედრა 95 წლის სექტემბერში ნიურნბერგში შედგდა და მასპინძელთა გამაჯვებით, 4:1 დასრულდა. უკანასკნელად საქართველო და გერმანია ერმანეთს 2006 წელს, როსტოკში შეხვდნენ. ამხანაგური დაპირისპირება კვლავ გემრანელებმა მოიგეს.

საქართველო და გერმანია ხვალ, „დინამო არენას“ მოედანზე თბილისის დროით 20:00 საათზე გავლენ.

იოაჰიმ ლიოვის და ტონი კროოსის პრესკონფერენცია

კახა ცხადაძის და ჯაბა კანკავას პრესკონფერეცია



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა