კახა ცხადაძე: “დაცვაზე ვიქნებით ორიენტირებულები და შევუტევთ კიდევაც”
გერმანიის ნაკრებთან გასამართი შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
– მსოფლიოს ჩემპიონს ვეთამაშებით. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, მნიშნველოვანი მატჩი გველის. ჩვენც საგულდაგულოდ ვემზადებით. ეს ორი დღე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეგვიძლია კარგი ნაკრები ჩამოვაყალიბოთ. შევეცდებით, რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ.
– უნდა ველოდოთ თუ არა გერმანიასთანაც რამდენიმე ტაქტიკურ ცვლილებას?
– უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რა ტაქტიკითაც ვითამაშებთ. თუ დაგვჭირდა, შეიძლება, ტაქტიკაც შევცვალოთ.
– ალბათ, დაცვაზე იქნებით ორინტირებულები და შეუტევთ თუ არა?
– დაცვაზე ვიქნებით ორიენტირებულები და შევუტევთ კიდევაც.
– გერმანელებმა თქვეს, რომ მათთვის ფრე კოშმარი იქნებოდა…
– ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვება იქნება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონს ვეთამაშებით. განწყობას რაც შეეხება, მე ვხედავ, რომ გუნდში უფრო მეტი დალაგებული სახეა, ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილინი.
– თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომელ თავდამსხმელს დააყენებთ ძირითადში?
– რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი გვაქვს. უკვე ვიცი, რა შემადგენლობითაც ვითამაშებთ ხვალ. შესაძლოა, ერთი ცვლილება გავაკეთოთ.
– იგივე შემადგენლობა იქნება, რაც მალტის ნაკრებთან იყო?
– რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება.