ლევან ყენია: “ჩვენს თავებს უფრო მეტად უნდა ვენდოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პრაღის “სლავიას” ფეხბურთელმა ლევან ყენიამ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაფასა.
ლევან ყენია: „ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, დაგვჯაბნეს. მეორე ტაიმში ოდნავ უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ რეალური შანსი არ გვქონია. მეტოქემ ბევრი მომენტი შექმნა. ჩვენც ვუტევდით, მაგრამ დაცვაში თამაში და ბურთის მოგერიება სისხლში ისე გვაქვს გამჯდარი, რომ მას ვერ გადავეჩვიეთ. ჩვენს თავებს უფრო მეტად უნდა ვენდოთ.“