სტოიჩკოვი: “ვან გაალი ნაბი*ვარია”
ლეგენდარულმა თავდამსხმელმა “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცზე ისაუბრა.
90-იან წლებში, ჰრისტო სტოიჩკოვმა “ბარსელონაში” ლუი ვან გაალის მეთაურობით ითამაშა. ამის შემდეგ, ბულგარელს მასზე კარგი არ უთქვამს.
“მას პატივს არ ვცემ. ის ნაბიჭვარია. ერთხელ, როდესაც ტრავმირებული ვიყავი, მეუღლესთან ერთად “კამპ ნოუზე” მოვიდა და შეკითხვები დამაყარა. ცოლს უთხრა: “როგორ შეიძლება დავინახოთ ასეთი ადამიანი?”, ცოლმა უპასუხა: “როგორც, ოქროს ბურთის მფლობელი”. ამის გამო, ვან გაალმა ჩამომიშორა, გამაძევეს “ბარსელონადან””.
ამის შემდეგ, ბულგარელმა გაიხსენა ჟოზე მოურინიო, რომელიც ლუი ვან გაალის თარჯიმანი იყო.
“არასდროს ვფიქრობდი, რომ ჟოზე მხოლოდ თარჯიმანი იყო. ის იყო ჩემი მწვრთნელიც, მაგრამ ზედმეტები არასდროს მოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ჭკვიანი და მყისიერი იყო,”-განაცხადა სტოიჩკოვმა.