“რომას” ჟერვინიო გამოაკლდა
რომაული გუნდი ერთ-ერთი ლიდერის, ჟერვინიოს გარეშე დარჩა. კოტდივუარელმა ფეხბურთელმა ტრავმა სანაკრებო შეკრებაზე მიიღო. რომში ვარაუდობენ, რომ მოთამაშეს დაახლოებით სამი კვირა გაუცდება.
სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში ჟერვინიომ 20 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლთან ერთად სამი საგოლე პასიც შეასრულა.
მოახლოებულ ტურში “რომა” “ნაპოლის” დაუპირისპირდება, რომელიც დედაქალაქური კლუბის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია მეორე ადგილისთვის ბრძოლაში.