დავით თარგამაძე სიგარეტით დააფიქსირეს (ფოტო)
საქართველოს ნაკრების წევრი დავით თარგამაძე თბილისის ერთ-ერთი კაფეში სიგარეტით დააფიქსირეს.
ინფორმაციას გაზეთი Prime Time ავრცელებს, სადაც მითითებულია, რომ ფოტო აღნიშნული ფაქტი გასული წლის ბოლოს მოხდა. გამოცემა იმასაც იტყობინება, რომ ფეხბურთელი, როგორც ჩანს, აქტიურად მოიხმარს თამბაქოს, რადგან საკმაოდ ხშირად ეწეოდა.
შეგახსენებთ, რომ თარგამაძე მარიუპოლის “ილიჩივეცში” ირიცხებოდა, თუმცა უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების გამო კლუბი დატოვა და ამჟამად უგუნდოდაა და საქართველოში იმყოფება.
Prime Time-ში გამოქვეყნებულ მასალაში თარგამაძის კაზინოებთან ურთიერთობაზეც დაიწერა:
ფორმიდან ამოვარდნილმა თარგამაძემ, რომელიც საკუთარ საფეხბურთო კლუბში დიდი ხნის განმავლობაში არ დაბრუნებულა და მხოლოდ ახლახან შეუერთდა, საკუთარ სამშობლოში სხვა გასართობი იპოვა. გარდა იმისა, რომ თარგამაძეს ხშირად ხედავდნენ სხვადასხვა გასართობ დაწესებულებებში, მისი მეგობრების მონაყოლიდან ირკვევა, რომ ფეხბურთელი აზარტული მოთამაშეცაა და სწორედ ამის გამო, საკუთარი ავტომობილი, თეთრი „რენჯროვერი“ დაკარგა.
თარგამაძემ, თავის დროზე ავტომობილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისგან, ალექსანდრე ამისულაშვილისგან 80 ათას დოლარად შეიძინა, კაზინოში განცდილი კრახის გამო, „რენჯროვერი“ 30 ათას დოლარად მისცა იმ პიროვნებას, რომლის ვალიც ჰქონდა.
თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ მანქანის კაზინოში წაგებასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები მის ყურამდეც მივიდა, მაგრამ ის კაზინოში არ თამაშობს და აზარტული მოთამაშე არ არის.
დათო თარგამაძე: – მეც გავიგე ეს ხმები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჭორებია. კაზინოში თამაში ჩემი საქმე არ არის და არც დავდივარ. უბრალოდ, მანქანის გარეშე რომ დამინახეს, ზოგმა ასეთი ხმა გაავრცელა, თითქოს წავაგე. მანქანა გავყიდე, იმიტომ რომ ახლის ყიდვა მინდა – ვკითხულობთ Prime Times-ის ვებგვერდზე.