რაულიდან იბრაჰიმოვიჩამდე – ალვარო მორატას ისტორია
იტალიაში “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკას ალოგიკური შენაძენების გამო ხშირად აკრიტიკებენ. ზაფხულში ტურინელებმა ალვარო მორატას სანაცვლოდ 20 მილიონი გადაიხადეს და იტალიელმა ჟურნალისტებმა ამჯერადაც არ მოიწონეს “იუვეს” ნაბიჯი. მართალია, მორატას ევროპაში როგორც ახალგაზრდა და პერსპექტიულ შემტევს იცნობენ, მაგრამ 20 მილიონი მცირე თანხა არ არის. განსაკუთრებით კი იტალიისთვის, სადაც ეკონომიკური ვითარება უკეთესის სურილს ტოვებს.
საუბრობდნენ, რომ აღნიშნული ტრანსფერი უბრალოდ განწირულია, თუმცა მორატას მხოლოდ 9 თვე დასჭირდა, რათა მასში გადახდილი ფული ჰაერზე გასროლილად არ ჩათვლილიყო.
მორტას კარიერა მადრიდის “ატლეტიკოს” კანტერაში დაიწყო. ისევე როგორც ლეგენდარული რაულის, რომელიც შემდეგ მადრიდის “რეალის” შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. რაულის მსგავსად მორატამაც “ატლეტიკო” 15 წლის ასაკში დატოვა და რამდენიმე სეზონში “სამეფო კლუბში” დებიუტის დროც დადგა. “რეალის” მაისურით კარიერის დასაწყისი მორატასთვის ძალიან ოპტიმისტური იყო. გუნდის ხელმძღავნელობა და გულშემატკივრები ახალი ლეგენდის დაბადებას ელოდებოდნენ. მორატა “კასტილიაში” ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რის გამოც რაულთან და ემილიო ბუტრაგენიოსთან შეადარება კი ფაქტობრივად ყოველდღიურად ესმოდა. თმცა, ამან საბოლოოდ ფორვარდს დათვური სამსახური გაუწია.
მართალია, მორატას სათამაშო დრო ეზრდებოდა. ჟოზე მოურინიოს პერიოდში ახალგაზრდა შემტევს რეგულარულად ეძლეოდა 15-20 წუთი. ანჩელოტის ფორმაციის გუნდში კი ის ჯოკერის ფუნქციასაც ასრულებდა და 2013/14 წლების სეზონის ბოლოს მის აქტივში 8 გოლი იყო. აღსანიშნაია, რომ ამ გოლებიდან გადამწყვეტი მხოლოდ “ლევანტეს” კარში გატანილი იყო. დანარჩენ შემთხვევებში კი მორატას მაშინ გაჰქონდა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. აშკარად ჩანდა, რომ ასეთ როლში მორატას საკუთარი პოტენციალის გამოვლენა უჭირდა და ზაფხულშიც მის გადასაბირებლად ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, რომელიც “იუვენტუსმა” მოიგო და როგორც უკვე ვახსენეთ 20 მილიონიც გადაიხადა.
თავიდან ტურინში მორატას მადრიდულის მსგავსი როლი შესთავაზეს, რითაც ახალგაზრდა შემტევი კმაყოფილი ნამდვილად არ ყოფილა. ამას ტრავმაც დაემატა, თუმცა “ატალანტას” კარში გატანილი სადებიუტო გოლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ალეგრი მას სასტარტო შემადგენლობას ნელ-ნელა აჩვევდა, ზამთარში კი მორატას და ლიორენტეს შანსები გაათანაბრა. კონკურენცია “მილანთან” გატანილი გოლით მორატამ მოიგო, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის და “დორტმუნდთან” მატჩების დრო დადგა. ტურინელებისთვის გამარჯვების გოლის ავტორი სწორედ ესპანელი გახდა და ალეგრიც მიხვდა, რომ ალვარომ მნიშვნელოვანი გოლების გატანა და ტოპ გუნდების წინააღმდეგ თამაში ისწავვლა, რაც ადრე უჭირდა. ესპანელის პროფესიული ზრდა მისი ტრანფერის მთავარმა კრიტიკოსებმაც აღიარეს.
კლუბში წარმატების შემდეგ არც სანაკრებო მოწვევამ დააყოვნა. დიეგო კოშტას შემდეგ ალვარო ნაკრების მეორე ცენტრფორვარდი გახდა. “პენსიონერის” ტრამა კი ალვაროსთვის შანსი იყო. მორატა უკრაინასთან ძირითადში გამოჩნდა და საკუთარი შანსი 100 პროცენტით გამოიყენა. ფურია როხას გამარჯვება სწორედ მორატას მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა.
ალვაროს მთელი კარიერა შედარებებისგან შედგება. სამშობლოში მას რაულის გარდა ფერნანდო მორიენტესსაც ადარებდნენ. ორივემ მოასწრო მადრიდის “რეალში” თამაში, ორივე მობილური და მეორე სართულზე კარგად მოთამაშეა. მორატა თანამედროვე ცენრფორვარდის ნამდვილი მაგალითია. შედარებებს თუ დავუბრუნდებით, იბრაჰიმოვიჩის ან ლევანდოვსკის მსგავსი მოთამაშეა. მისი გაბარიტების გათავლისწინებით ის უჩვეულოდ მოძრავი და ტექნიკურია. მისთვის არც შავი სამუშაოა უცხო, რასაც ძლიერი დარტყმა და კარგი პასის კულტურა ემატება. სწორედ ასეთი მრავალფეროვნებაა მისი წარმატების მთავარი მიზეზი. თუმცა, მორატას ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ალვარო ხასიათის მოთამაშეა.
მორატა მეორე რაული ვერ გახდება, მაგრამ ესპანური ფეხბურთის იმედის სტატუსის მოპოვება მას ნამდვილად შეუძლია.