პასტორე: “რომა”? ჯერ “პარი სენ-ჟერმენში” ვრჩები”
“პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელი ფეხბურთელი ხავიერ პასტორე აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით ის კლუბის გამოცვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ნახევარმცველით იტალიური “რომაა” დაინტერესებული.
“რომა”? “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელი მაქვს დარჩენილი, ამიტომ არსად წასვლას არ ვაპირებ. თუმცა, ვოლტერ საბატინისთან ხშირად ვსაუბრობ, ეს ის ადამიანია, რომელმაც ჩემს იტალიაში გადაბარგებაზე დიდი გავლენა მოახდინა”, – აცხადებს პასტორე.