სოსიაშვილი: „მეტოქემ ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენა“
თბილისის „დინამოსა“ და გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელებმა განვლილი შეხვედრა შეაფასეს.
უჩა სოსიაშვილი: „აღვნიშნავ იმას, რომ ძალიან სანახაობრივი თამაში გამოვიდა. საკმაო მომენტი შეიქმნა. საყურებლად კარგი შეხვედრა იყო.
პირველ ნახევარში ვცდილობდით, მეტოქისთვის თამაშის საშუალება არ მიგვეცა. ეს სწორედ პირველ ოც წუთში გამოგვივიდა და გოლი ამ პერიოდში გავიტანეთ. სამწუხაროდ, ეს ქართული ფეხბურთის პრობლემაა – გოლის შემდეგ დავალება ვერ შევასრულეთ. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგემ ჩვენი სუსტი წერტილები კარადი გამოიყენა. სქემა სწორედ ამიტომაც შევცვალეთ, მაგრამ გოლი გავუშვით და კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატება მოგვიწია. მოვახერხეთ და ანგარიშით გავათანაბრეთ. ვფიქრობ, ჩემპიონატის ბედი ბოლო ტურშ გაირკვევა“