18წ ბორჯღალოსნების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ
18-წლამდელებმა ქართული რაგბის ისტორიის ახალი თავი დაწერეს! საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ნახევარფინალში იტალიის თანატოლთა ნაკრების დამარცხებით, უმცროსი ბორჯღალოსნები ფინალში გავიდნენ! ფინალში, სადაც მათ ელიტ დივიზიონის და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეს – საფრანგეთის ნაკრებს ერკინებიან.
ჩვენი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ხვალ, 4 აპრილს, ფრანგულის ტოპ 14-ის კლუბ ‘ტულუზას’ სტადიონ ერნესტ ვალონზე საქართველოს დროით 19 საათზე (ადგ. დროით 17 სთ) დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.
ფინალში მტკიცე ნერვებით
დრამატული ნახევარფინალის შემდეგ, ჩვენმა ბიჭებმა ერთი დღე დაისვენეს და დრო ფიზიკური კონდიციის აღდგენას დაუთმეს. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, გუნდი არნახული მონდომებით ემზადება ფინალური შეხვედრისათვის.
„ეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა! რათქმაუნდა გუნდში საუკეთესო განწყობაა. ფიზიკურად და რაც მთავარია მენტალურად გუნდი ძლიერად მოემზადა ხვალინდელი მატჩისთვის. ხვალ მოედანზე გავდივართ საბრძოლველად და მოსაგებათ. ასეთი განწყობა და ასეთი სიყვარული რაც გუნდში ახლა სუფევს, წინა ორ თამაშშიც კი არ ყოფილა“ განაცხადა უმცროს ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა, დავით ჩავლეიშვილმა.
13-მა 10-ზე გადმოინაცვლა
თამაშამდე ერთი დღით ადრე სამწვრთნელო შტამბა გუნდის სამატჩო რაზმი დაასახელა, რომელშიც ერთი პოზიციური გადანაცვლებაა – სამწუხაროდ იტალიასთან მიღებული ფეხის ტრავმის გამო ფინალს მგეზავი დათო მოძღვრიშვილი ვერ ითამაშებს. მის ნაცვლად ცენტრიდან 10 ნომერზე გიორგი გოგოლაძე გადაინაცვლებს, 13-ზე კი სანდრო სვანიძე დაიწყებს.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ
ხაზი
15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. სანდრო სვანიძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. გიორგი გოგოლაძე, 9. გელა აფრასიძე
შერკინება
1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე (კაპ), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე
მარქაფა
16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელისაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი,
Rugby.GE