7-ქალა გენტის სააღდგომო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას
წუხელ 7-ქალა გენტის სააღდგომო ტურნირზე საასპარეზოდ ბელგიაში გაემგზავრა, სადაც 4 და 5 აპრილს შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ქალთა კლუბებთან.
გენტის არაოფიციალური საერთაშორისო ტურნირი უკვე 27-ედ ტარდება და მასში ყველა ასაკობრივი ჯგუფის, როგორც 7-ქალა, ისე 7-კაცა გუნდები იღებენ მონაწილეობას.
აღნიშნულ ტურნირს სამწვრთნელო შტაბი ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპად განიხილავს.
ევროპამდე 7-ქალა კიდევ ორ მოსამზადებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას: ნანსის 7-ქალა (16-17 მაისი) და ამსტერდამ სევენსი (23-24 მაისი).
სამწვრთნელო შტაბი
ჯაბა მალაღურაძე – მთავარი მწვრთნელი, ია ხურცილავა – მენეჯერი, ილიალათიბაშვილი – ექიმი
7-ქალა გაფართოებული შემადგენლობა 21-22 მარტი ათენის საერთაშორისო ტურნირი
1.. ანა პოღოსიანი,
2.. ნინო ელოშვილი,
3.. ქრისტინე გვაზავა,
4.. სალომე საღარაძე,
5.. სალომე მაკასარაშვილი,
6.. თამარ ბეიტრიშვილი,
7.. ნინო ტაბატაძე,
8.. ანა კვაჭაძე,
9.. ანა ანდღულაძე,
10. ბელა გოგსაძე,
11. ნათია ცინცქილაძე
Rugby.GE