SBM LEAGUE 2014/15: ოქროს ლიგაში პლეიოფები იწყება
4 და 5 აპრილს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია, ტრადიცულად ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს უმასპინძლებს. ბრინჯაოს ლიგის მეექვსე ტურის და ვერცხლის ლიგის მეთორმეტე ტურის გარდა, პირველი საპლეიოფო დაპირისპირებები გაიმართება ოქროს ლიგაში.
ბრინჯაოს ლიგის VI ტურის ათი მატჩიდან, ცხრა შაბათს ჩატარდება.
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება, ა ჯგუფის ლიდერებს შორის შედგება. მფკ ტატიშვილიდა მფკ პალერმო უძლიერესის ვინაობას ერთმანეთში გაარკვევენ. სატურნირო თვალსაზრისით, უმიშვნელოვანესია ასევე V-VII ადგილებზე მყოფი ევროკრედიტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების დაპირისპირება. ამ ტურის წინ გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულას შეადგენს, თუმცა ძალოვნებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. რაც შეეხება ა ჯგუფის ხუთეულის კიდევ ორ ბინადარს, ბიბლუსი თიბისი ფეისთან შეეცდება მორიგი 3 ქულის მოპოვებას, ხოლო ქლინინგ სერვისი,თბილისის მერიასთან გაარკვევს ურთიერთობას.
ბ ჯგუფში კვირას გასამართ შეხვედრებში ერთმანეთს ზედა და ქვედა ხუთეულის გუნდები დაუპირისპირდებიან. ერთპიროვნული ლიდერი, კასპის „გენერალი“ ხუთეულში მოხვედრის პრეტენდენტს, მედიქლაბჯორჯიას შეხვდება. ჯგუფის აუტსაიდერებს დაუპირისპირდებიან ვივუსი დაპალიტრა, შესაბამისად კარფურსა და მეგაკოს, ხოლო მცხეთის „გუჯარი“ სამ მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას ბაქსვუდი 2-თან შეეცდება. ჯგუფის ცენტრალური დაპირისპირება კი კვირას შედგება, გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი საქართველოს ფოსტა, ლიგის „აღმოჩენას“, ჯო ენის კლინიკის გუნდს დაუპირისპირდება.
04.04 – 05.04. 2015.ბრინჯაოს ლიგა.VI ტური.
ა ჯგუფი
13:00 BP 2 – კრედო (ქვემო ქართლი) 14:00 TBC Pay – ბიბლუსი 15:00 მერია – CSG 16:00 სდსს – ევროკრედიტი 19:00 მფკ ტატიშვილი – MFC PALERMO
|
ბ ჯგუფი
11:00 გენერალი – მედიქლაბჯორჯია 12:00 მეგაკო – პალიტრა მედია 17:00 ბაქსვუდი 2 – გუჯარი (მცხეთა) 18:00 VIVUS.GE – კარფური 05.04.2015 14:00 საქართველოს ფოსტა – ჯო ენი
|
კვირის სათამაშო დღეს, ვერცხლის ლიგის XII ტურის შეხვედრები გახსნის. წრიული ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, გასარკვევია თუ რომელი გუნდი დაასრულებს „საპლეიოფო რვიანის“ დაკომპლექტებას და როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/4 ფინალში.
მორიგი სამი ქულის მოპოვების რეალური შანსები აქვთ ბი პი ჯორჯიასა და კრედოს, რომლებიც შესაბამისად, ივერიაბეთსა და პროკრედიტ ბანკს დაუპირისპირდებიან. მეტ ნაკლებად პრინციპული შეიძლება აღმოჩნდეს ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერისა და ბაქსვუდის დაპირისპირებაც, ვინაიდან ეს უკანასკნელი პლეიოფში გასვლის თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს და შესაბამისად ამ მატჩის მოგებას სასიცოცხლო მნივნელობა ენიჭება.
შეგახსენებთ, რომ ამავე ტურის ორი დაპირისპირება წინა კვირას გაიმართა. პლეიოფში მოსახვედრად, ბანკმა რესპუბლიკამ უმნიშვნელოვანესი დუელი მოუგო საქრუსენერგოს (6-2) და 1/4 ფინალში მოხვედრა გაინაღდა.
05.04.2015. ვერცხლის ლიგა. XII ტური
11:00 BP GEORGIA – ივერიაბეთი
12:00 კრედო – პროკრედიტ ბანკი
18:00 GWP – ბაქსვუდი
კვირა დღის მთავარი ინტრიგა კი ოქროს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრებია. რეგულარული სეზონი ყველაზე ადრე სწორედ აღნიშნულ ლიგაში დასრულდა და ახლა გუნდები უკვე საჩემპიონო გზას დაადგებიან. ორ რაუნდიან დაპირისპირებებში, გამოკვეთილი ფავორიტ-აუტსაიდერი მხოლოდ ერთ წყვილში შეიძლება გამოვყოთ. რეგულარულის გამარჯვებული, GM ჭიათურა, ლიგის ბოლო ადგილოსანს ბორჯომს დაუპირისპირდება. დანარჩენ სამ დუელში კი წინასაწარი პროგნოზით საბოლოო გამარჯვებული განმეორებით შეხვედრებში უნდა გამოვლინდეს.
05.04.2015. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი
13:00 ნატახტარი – ერისთავი
15:00 GM ჭიათურა – ბორჯომი
16:00 საქართველოს ბანკი – პრივატბანკი
17:00 ვითიბი ბანკი – ევროპაბეთი
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური