იტალია: 29-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია А-ს 29-ე ტურის პრევიუს.
რომა – ნაპოლი
ტურის საკმაოდ უჩვეულო დროს, თბილისის დროით 14:30-ზე აიღებს სტარტს. რომში, ერთმანეთის წინააღმდეგ “რომა” და “ნაპოლი” წარსდგებიან, რაც ამ მატჩს ცენტრალურის სტატუსს ანიჭებს.
რომაელებმა წარუმატებელი სერია გასულ ტურში, ჩეზენაში შეწყვიტეს და მეორე პოზიციის შენარჩუნება მოახერხეს. უკანასკნელი პერიოდი არც “ნაპოლისთვის” ყოფილა წარმატებული. ასე რომ, ბენიტესის გუნდს სამეულში დასაბრუნებლად დღეს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. თუმცა, ნეაპოლში პოზიტიური ამბებიც არის, რაც პირველ რიგში ევროპა ლიგაზე ასპარეზობას ეხება, სადაც გუნდი 1/4 ფინალშ გავიდა. რომაელები მსგავსი წარმატება მიმდინარე სეზონში არ აქვთ.
ფიორენტინა – სამპდორია
ევროპა ლიგის კიდევ ერთ 1/4-ფინალისტი საკუთარ მოედანზე ჩემპიონატში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს მიიღებს. “ფიორენტინასა” და “სამპდორიას” დაპირისპირებას სატურნირო თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოსახევდრად ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვება.
გენუელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, რაზეც მათი 5-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია მეტყველებს. “ფიორე” კი რომში, “ლაციოსგან” მიღებული 0:4-ის მერე შოკიდან ბოლომდე ვერ გამოვიდა და გასულ ტურში ქულები “უდინეზესთან” დაკარგა. თუმცა, შესაძლოა ეს დაღლილობასაც დავაბრალოთ, ვინაიდან მონტელას გუნდს ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა.
იუვენტუსი – ემპოლი
ტური ტურინში გასამართი დაპირისპირებით დასრულდება, სადაც ადგილობრივ “იუვენტუსს” ლევან მჭედლიძე და მისი “ემპოლი” ესტუმრება.
ქართველი შემტევის გუნდი უკვე 8 ტურია არ აგებს, თუმცა ხსენებული 8 შეხვედრიდან 6 ფრედ დასრულდა, რაც “ემპოლის” მთავარი პრობლემაა. შეტევაში სუსტი თამაშის გამო გუნდი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება. თუმცა, მოახლოებულ შეხვედრაში სტუმრებმა პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უნდა იფიქრონ. “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე ნებისმიერი გუნდისთვის საშიში მეტოქეა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
04.04 | 14:30 | რომა | 2.35 | 3.30 | 3.00 | ნაპოლი | დაწვრილებით | |
04.04 | 17:00 | ჯენოა | 2.05 | 3.30 | 3.85 | უდინეზე | დაწვრილებით | |
04.04 | 17:00 | ატალანტა | 2.80 | 3.10 | 3.70 | ტორინო | დაწვრილებით | |
04.04 | 17:00 | ინტერი | 1.25 | 6.50 | 9.40 | პარმა | დაწვრილებით | |
04.04 | 17:00 | პალერმო | 2.65 | 3.20 | 2.70 | მილანი | დაწვრილებით | |
04.04 | 17:00 | კალიარი | 3.85 | 3.60 | 1.92 | ლაციო | დაწვრილებით | |
04.04 | 17:00 | სასუოლო | 2.35 | 3.00 | 3.45 | კიევო | დაწვრილებით | |
04.04 | 17:00 | ვერონა | 1.95 | 3.40 | 4.00 | ჩეზენა | დაწვრილებით | |
04.04 | 20:30 | ფიორენტინა | 1.80 | 3.60 | 4.70 | სამპდორია | დაწვრილებით | |
04.04 | 23:00 | იუვენტუსი | 1.80 | 3.60 | 7.25 | ემპოლი | დაწვრილებით |