პიანიჩი: “ბარსელონას” ჩემი შეძენა სურდა”
იტალიური “რომას” ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი აცხადებს, რომ კატალონიის “ბარსელონას” გასულ ზაფხულს მისი შეძენა სურდა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელმა 2014 წლის მაისში რომაელებთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგძლივა.
“ვიცი, რომ როცა “რომასთან” ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, “ბარსელონას” ჩემი შეძენა სურდა”, – ამბობს პიანიჩი.