ჭანტურიას “კლუჟმა” “ასტრა” დაამარცხა
რუმინეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში გიორგი ჭანტურიას “კლუჟი” ლიდერთა ჯგუფში მყოფ ასტრას ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით მოიგო.
ერთადერთი გოლი შეხვედრის 55-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი ლარიე გახდა. სტუმართა ქართველი შემტევი კი მოედანზე მხოლოდ 87-ე წუთზე გამოჩნდა.
24 ტურის შემდეგ 15 ქულით “კლუჟი” ბოლოს წინა, მე-17 პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ სახელფასო დავალიანების გამო “კლუჟს” 24 ქულა დააკლეს, რის შედეგადაც გუნდი მეორე წრის დაწყებამდე ბოლო პოზიციაზე აღმოჩნდა.