იტალია: 29-ე ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია А-ს 29-ე ტურის მიმოხილვა.
რომა – ნაპოლი
იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “რომამ” “ნაპოლი” მიიღო. შეხვვედრა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
დაძაბულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა. მატჩის ბედი პიანიჩის ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა.
ამრიგად, “რომა” 56 ქულით მეორე საფეხურზე გამყარდა, “ნაპოლი” კი მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა.
ფიორენტინა – სამპდორია
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ფიორენტინამ”, რომელიც საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, “სამპდორიას” მასპინძლობდა.
გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ გადამწყვეტი მეორე ნახევრის 4-წუთიანი მონაკვეთი გახდა, რომელშიც ფლორენციელებმა ორჯერ შეძლეს მეტოქის კარის დალაშქვრა და კომფორტული უპირატესობის შექმნა.
ანგარიში 61-ე წუთზე დიამანტიმ გახსნა, 64-ზე კი “ფიორენტინას” ახალმა ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა დააფიქსირა საბოლოო ანგარიში. ამ გამარჯვებით “ფიროემ” 49 ქულა მოაგროვა და “სამპდორიას” 1 ქულით გადაასწრო.
იუვენტუსი – ემპოლი
ტურის უკანაკსნელი შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “იუვენტუსმა” ლევან მჭედლიძის ემპოლის უმაპსინძა.
შეხვედრა პროგნოზირებადი შედეგით დასრულდა და ტურინელებმა აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს. მასპინძლებმა გოლები ორივე ტაიმის ბოლოს გაიტანეს. ტაბლოზე საკუთარი გვარები კარლოს ტევესმა და პერეირამ დააფიქსირეს.
ტურის ყველა მატჩი
04.04 | 14:30 | რომა | 1:0 | ნაპოლი | დაწვრილებით | |||
04.04 | 17:00 | ჯენოა | 1:1 | უდინეზე | დაწვრილებით | |||
04.04 | 17:00 | ატალანტა | 1:2 | ტორინო | დაწვრილებით | |||
04.04 | 17:00 | ინტერი | 1:1 | პარმა | დაწვრილებით | |||
04.04 | 17:00 | პალერმო | 1:2 | მილანი | დაწვრილებით | |||
04.04 | 17:00 | კალიარი | 1:3 | ლაციო | დაწვრილებით | |||
04.04 | 17:00 | სასუოლო | 1:0 | კიევო | დაწვრილებით | |||
04.04 | 17:00 | ვერონა | 3:3 | ჩეზენა | დაწვრილებით | |||
04.04 | 20:30 | ფიორენტინა | 2:0 | სამპდორია | დაწვრილებით | |||
04.04 | 23:00 | იუვენტუსი | 2:0 | ემპოლი | დაწვრილებით |