საქართველოში JAKO-ს ოფიციალური წარმოადმგენლობა გაიხსნა
ცნობილი გერმანული სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ფირმის, JAKO-ს ოფიციალური წარმომადგენლობა უკვე საქართველოში გაიხსნა. ამ საქმეს თბილისის “სასკოს” და “გრანდის” ყოფილი სპორტული დირექტორი და ამჟამად თბილისის “სპარტაკის” მფლობელი, გიორგი შანიძე ჩაუდგა სათავეში, რომელსაც დავუკავშირდით და სამომავლო გეგმებზე გავესაუბრეთ.
“Jako ქართული ბაზრით სერიოზულადაა დაინტერესებული. ჩვენი პროდუქციის პირველი მომხმარებლები “სპარტაკის” დიდი ფეხბურთის, საპლაჟო ფეხბურთისა და ფუტსალის გუნდები იქნებიან.
Jako საქართველოში პროდუქციის იმპორტს 70-პროცენტიანი ფასდაკლებით აწარმოებს, ამიტომ ჩვენთან ხარისხი ფასებზე მაღალი იქნება.
საფეხბურთო გუნდებთან ერთად ეკიპირების სრული კომპლექტით და სავარჯიშო ინვენტარით შეგვიძლია ფუტსალის და საკალათბურთო გუნდებიც მოვამარაგოთ” – განაცხადა შანიძემ.
შეგახსენებთ, რომ Jako წლების წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკური სპონორი იყო. ხსენებული კომპანიის პროდუქციით სარეგბლობდნენ თბილისის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედოც”.