ანჩელოტი: “კარგია, რომ რონალდუ ასე ეხმარება გუნდს”
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 29-ე ტურში მადრიდის “რეალმა” “გრანადა” ანგარიშით 9:1 გაანადგურა. აქედან ხუთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.
მატჩი “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაჯამა.
“რეალი” კარგ ფორმაშია და ეს დღეს აჩვენა. თამაში მაღალ ტემპში დავიწყეთ და ბევრი გოლი გავიტანეთ.
მოხარულები ვართ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი მატჩი იყო. ახლა ფოკუსირება ოთხშაბათს გასამართ მატჩზე უნდა გადავიტანოთ და იმ შეხვედრაშიც ასე უნდა ვითამაშოთ.
ხამეს როდრიგესმა ძალიან კარგად ითამაშა. სულ არ ეტყობოდა, რომ ორი თვის განმავლობაში უქმობა უწევდა.
კრიშტიანუ რონალდუს რაც შეეხება, კარგია, რომ გუნდს ასეთ დახმარებას უწევს. მან კარიერის განმავლობაში ერთ შეხვედრაში ხუთი გოლის გატანა პირველად მოახერხა.
ლუკა მოდრიჩი გადამწყვეტი მნიშვნელობის ფეხბურთელია. ის ბურთით სწრაფად მოძრაობს, აქვს თამაშის მიმდინარეობის შეცვლის უნარი და შეტევას ფლანგებზე შლის”, – ანჩელოტის კომენტარი Football Espana-მ გამოაქვეყნა.