პსჟ-მ დავიდ ლუისი და ტიაგო მოტა დაკარგა
„მარსელთან“ მოგებულ მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა.
„გამარჯვება ძვირად დაგვიჯდა, რადგან ორი ფეხბურთელი დავკარგეთ. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას დავიდ ლუისი შევცვალეთ. შეხვედრის დასრულება ვერც ტიაგო მოტამ შეძლო, რომელსაც მარცხენა ფეხის ტრავმა აქვს.
ყველაფერი არც ისე კარგადაა, რადგან ორივე ფეხბურთელს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებს. სეზონის ასეთ პერიოდში ლიდერების დაკარგვა უსიამოვნოა. თუმცა, ახლა მხოლოდ „მარსელთან“ გამარჯვებას აღვნიშნავთ. ფეხბურთელებმა მატჩის ბოლომდე კარგად ითამაშეს“, – განაცხადა ლორან ბლანმა.
ამჟამად ლუისისა და მოტას მოედანზე დაბრუნების დაახლოებითი პერიოდი უცნობია, თუმცა, წესით, მსგავსი ტრავმებისგან გამოჯასანმრთელებლად რამდენიმე კვირაა საჭირო. უახლოეს ორ კვირაში პარიზული კლუბი „სენტ-ეტიენთან“ საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ითამაშებს და „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორ თამაშს გამართავს.