რიბერი: „ვან გაალმა თავი ცუდ ადამიანად აჩვენა“
მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ თავისი გუნდის ყოფილ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელ თავკაცზე ლუი ვან გაალზე ისაუბრა.
„პირად ურთიერთობაში პრობლემები გვქონდა. როდესაც ის გუნდში მოვიდა, არავინ იცოდა, თუ რა იქნებოდა. მას სახელები არ აინტერესებდა, მისთვის ვარსკვლავები არ არსებობდნენ, ყველას თავი ნულიდან უნდა გამოეჩინა. ასეთ სიტუაციაში, როგორც პროფესიონალი, ნდობას კარგავ. დიახ, ვან გაალს ჩინებული სტრატეგიის არჩევა შეუძლია, მაგრამ თავი მან როგორც ცუდმა ადამიანმა გამოიჩინა. ჩვენი ურთიერთობა დაინგრა“, – განაცხადა რიბერიმ.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ბავარიელებს 2009 წლიდან 2011 წლამდე თავკაცობდა. ამ პერიოდში მან ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი მოიგო. 2010 წელს ვან გაალის თავკაცობით „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც „ინტერთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა.