კახი კაჭარავა: “პენალტის ეპიზოდში მსაჯი აშკარად შეცდა”
“დინამოსა” და “ცხინვალს” შორის საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ცხინვალელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახი კაჭარავამ გააკეთა.
კახი კაჭარავა: “ვფიქრობ, რომ საინტერესო თამაში გამოვიდა. “დინამომ” გარკვეულ ეპიზოდებში გვაჯობა. ჩვენი მთავარი პრობლემა კი დასკვნით ფაზაში იყო.
ბოლო წუთებში დაღლა დაგვეტყო და მეტოქეს მეტის გატანაც შეეძლო. შემდეგ თამაშს სხვანაირად ვითამაშებთ.
ჩვენი შემადგენლობა თუ შევინარჩუნეთ მომავალ წელს გაცილებით დიდი გეგმები გვექნება. რა თქმა უნდა გაძლიერებაც გვინდა, თუმცა ეს მხოლოდ ქართველი ფეხბურთელებით უნდა მოხდეს.
მსაჯობაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ დღეს, მთავარი არბიტრი აშკარად შეცდა, როდესაც ჩვენს კარში პენალტი დანიშნა”