20-წლამდელების მორიგი შეკრება ალაფამდე
მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის ფარგლებში 20-წლამდელები მორიგ შეკრებას 10-დან 19 აპილამდე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გაივლიან. ტურნირამდე რიგით მე-4 მოსამზადებელ ეტაპს სპარინგ-მატჩი და ერთობლივი ვარჯიში დაემატება, რომელსაც 20-წლამდელები ფრანგული კლერმონისესპუარებთან გამართავენ. ეს უკანასკნელი საქართველოში 12 აპრილს ჩამოვა, შეხვედრები კი 15 და 18 აპრილს იგეგმება. წინა შეკრებებისგან განსხვავებით სამწვრთნელო შტაბმა ამჯერად ლეგიონერებსაც უხმო, მათ შორის კლერმონის 2 მოთამაშეს – ბექა კაკაბაძეს და თორნიკე ზოიძეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის მოსამზადებელ ეტაპზე, ჩვენმა გუნდმა აქამდე 3 შეკრება გაიარა – წლის დასაწყისში მენტალური გამძლეობის შეკრება ჰქონდათ, შემდეგ იყო თბილისური შეკრება, რომლის ფარგლებშიც მათ ახალგაზრდა ძიუდოისტებთან გამართეს 2 ერთობლივი ვარჯიში, ბოლოს კი მარტის შეკრება შევარდენზე გაიარეს. 20-წლამდელები ალაფამდე უკანასკნელ მთავარ შეკრებას 26 აპრილს გეგმავენ.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფა 2015
ტურნირი ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიამრთება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ‘ა’ ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელიპორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):
12 მაისი საქართველო – ურუგვაი 20:00 სთ
16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ
20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ
24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ
ტურნირის განრიგი სრულად>>> http://www.worldrugby.org/tournament/1567/fixtures
Rugby.GE