იკერ მუნიაინი ნახევარ წელიწადს გამოტოვებს
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 29-ე ტურში “სევილიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას ბილბაოს “ატლეტიკის” ნახევარმცველმა იკერ მუნიაინმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბასკმა ფეხბურთელმა მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ასეთი ტრავმის მოშუშებას დაახლოებით ექვსი თვე სჭირდება.
იკერ მუნიაინმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 25 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.