“ზესტაფონში” სავარჯიშო პროცესი შეწყდა
ძალიან მძიმე სურათი შეიქმნა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ირგვლივ. “მეტალურგთან” მოგებული მატჩის შემდეგ იმერული კლუბის ხელმღვანელებმა პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო გუნდი მომდევნო შეხვედრისთვის მომზადებას ვეღარ მოახერხებდა.
ამ დროს ზესტაფონი მუნიციპალიტეტი გუნდის დაფინანსებაზე კვლავ უარს ამბობს. ზესტაფონის საკრებულოს იურიდიული კომისიის ხელმძღვანელის, კახა შავგულიძის თქმით, კლუბის დაფინანასების იურიდიული საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს და ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვა კონანის წინაშე პრობლემებთან არის დაკავშირებული.
ჩვენთვის კი ცნობილი გახდა, რომ 6 აპრილის შემდეგ “ზესტაფონი” აღარ ვარჯიშობს და შესაძლოა მოახლოებულ ტურში ფოთის “კოლხეთთან” სათამაშოდ არ გავიდეს. ცნობილია, რომ ფოთელებთან სათამაშოდ არ გაემგზავრა ზესტაფონელთა დუბლშემადგენლობა.